პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: არ არის გასაკვირი, რომ იქ, სადაც 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანტიქართველისა და ქართველთმოძულის, კახა ბენდუქიძის შვილია, ნოდარ დუმბაძესაც შეაგინებენ და შებილწავენ ყველაფერს, რაც ქართული სულიერებისა და კულტურისათვის ფასეულია – ადვილი წარმოსადგენია, რა შხამითა და ბალღამით ჭყიპავენ ქართველი ახალგაზრდების სულსა და გონებას ბენდუქიძის რუსეთში დაბადებული და გაზრდილი ქალიშვილის მფლობელობაში არსებულ უნივერსიტეტებში

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში ოპოზიციონერი აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფას ეხმიანება და აცხადებს, რომ 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ანტიქართველისა და ქართველთმოძულე შვილის ვიდეოდან ქართველი მწერლის შეგინება და ქართული სულიერებისა თუ კულტურისათვის ფასეული საკითხების შებილწვა, გასაკვირი საერთოდ არ არის.

ხუბუას თქმით, ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორ ინდოქტრინაციას ახდენენ და რა “შხამით ჭყიპავენ” ქართველ ახალგაზრდებს ბენდუქიძის შვილის უნივერსიტეტებში.

“საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ იქ, სადაც 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანტიქართველისა და ქართველთმოძულის – კახა ბენდუქიძის შვილია, ნოდარ დუმბაძესაც შეაგინებენ და შერყვნიან და შებილწავენ საერთოდ ყველაფერს, რაც ქართული სულიერებისა და კულტურისათვის ფასეულია, რაც ქართველი კაცის ეროვნულ დვრიტას ქმნის და მისი იდენტობის ნაწილს წარმოადგენს.

ამ ყველაფრის ფონზე კიდევ უფრო ადვილი წარმოსადგენია, რა იდეოლოგიას კულტივირებენ, როგორ ინდოქტრინაციას ახდენენ და რა შხამითა და ბალღამით ჭყიპავენ ქართველი ახალგაზრდების სულსა და გონებას თავის დროზე – კახა ბენდუქიძის, ახლა კი მისი რუსეთში დაბადებული და გაზრდილი ქალიშვილის მფლობელობაში არსებულ უნივერსიტეტებში. ქართული უმაღლესი განათლების სისტემაში დღემდე ანასტასია ბენდუქიძის მამის აჩრდილი რომ დაძრწის, სწორედ ეს არის დიდი უბედურება,” – წერს ჯაბა ხუბუა X-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ჩუბინიძის დაკავებაზე: „ასავალ – დასავალმა“ ბინძური კამპანიით სერიოზული ზიანი მიაყენა მოლაპარაკებების, დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესს, რაც მიზანმიმართული მცდელობა იყო ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე ჩუბინიძის დაკავებაზე: პროფესიული საქმიანობა არავის ათავისუფლებს პასუხიმგებლობისგან, სიტყვის თავისუფლება კი არ ნიშნავს უფლებას, ფაქტების გადამოწმების გარეშე გაავრცელო ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დომენტი ჩუბინიძის დაკავება იმ პროცესის კანონზომიერი ფინალია, როდესაც მედიასიტყვა იძენს პრეტენზიას სუროგატული პოლიტიკური პარტიის როლზე, როდესაც სარედაქციო სვეტები პოლიტიკურ შტაბად, ხოლო პუბლიცისტიკა – დეზინფორმაციული და ანტისახელმწიფოებრივი ნარატივების კონსტრუირების ინსტრუმენტად გარდაიქმნება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.