ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ არჩილ გორდულაძე„როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და პირდაპირ წამების თანაამსრულებელია, მისი მიერ გაკეთებული განცხადება ვერანაირად ვერ იქნება დანაშაულის ინდულგენცია მის მიმართ. იგივე არის პარტიების შემთხვევაშიც“ დღეს 27 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი9°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი7°C
  • გორი9°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია0°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 11 ნოემბერი
  • USD2.5936−0.0007
  • EUR2.9111+0.0070
  • GBP3.4835+0.0014
  • TRY0.0516−0.0001
  • 100 RUB3.1308−0.0176
  • AZN1.5256−0.0005
  • 1000 AMD7.1949+0.0085
  • 10 UAH0.5694−0.0013
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ23 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ22:54
დიმიტრი სამხარაძე

განცხადება · 102 ნახვა

„რა სურს ნაცს? – რაც შეიძლება მეტი ტრაგედია, უბედურება და ტკივილი, რომელსაც პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს. როდესაც საქმე არასრულწლოვანის გარდაცვალებას ეხება, ორმაგი მონდომებით იწყებენ საზოგადოების გაღიზიანების, შუღლისა და დაპირისპირების კამპანიას. ნაცსა და მათთან დაკავშირებულ ოპოზიციურ პარტიებს, ისევე როგორც მათ ტელევიზიებსა და „პეროიანებს“, სხვაგვარად მოქმედება არ შეუძლიათ“

სოციალურ ქსელებში ნაცური ტელევიზიების გვერდებსა და მათ მიერ კონტროლირებად ანგარიშებს გადავხედე. გასაკვირიც არაფერი მინახავს, როგორც მოსალოდნელი იყო, სხვისი ტრაგედიის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობდნენ! – წერს “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, “ნაცებს”, მათთან დაკავშირებულ ოპოზიციურ პარტიებს, ტელევიზიებსა და “პეროიანებს”, რაც შეიძლება მეტი ტრაგედია, უბედურება და ტკივილი სურთ, რომელსაც საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებენ.

“რა თქმა უნდა ნაცური გულის გახარებით, გამოვიყენოთ ახლა სხვისი ტრაგედია ხელისუფლებაში მოსასვლელადო (რაც არასდროს მოხდება). მათ მიერ დასპონსორებული „ნიუსები“ თითქმის მთლიანად არასრულწლოვანის გარდაცვალებას ეხებოდა. მთელი ღამის განმავლობაში მკვლელობისა და სიკვდილის თემის გაშუქებაში ხარჯავდნენ რესურსს, ხოლო ის ფაქტი, რომ შსს-მ ბრალდებული დააკავა, მოგვიანებით, სადღაც მიჩქმალულად ახსენეს. რა სურს ნაცს? რაც შეიძლება მეტი ტრაგედია, მეტი ადამიანური უბედურება და ტკივილი, რომელსაც პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს. როდესაც საქმე არასრულწლოვანის გარდაცვალებას ეხება, ორმაგი მონდომებით იწყებენ საზოგადოების გაღიზიანების, შუღლისა და დაპირისპირების კამპანიას. ნაცსა და მათთან დაკავშირებულ ოპოზიციურ პარტიებს, ისევე როგორც მათ ტელევიზიებსა და „პეროიანებს“, სხვაგვარად მოქმედება არ შეუძლიათ. მათი აზროვნება სხვის კარნახზეა დამოკიდებული, ხოლო ადამიანური თანაგრძნობა არასოდეს ყოფილა მათი ძლიერი მხარე. ურჯულოები ხართ და აღარ გამოგდით საზოგადოების თქვენი მეპატრონეების ნებაზე ტარება! გულითადად ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ახალგაზრდა ვაჟკაცის ოჯახს და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. უფალი გფარავდეთ.” – წერს სამხარაძე.

დიმიტრი სამხარაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დიმიტრი სამხარაძე„ყველა საღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქემ კარგად იცის, თუ რატომ ებრძვიან ბერას და რა მნიშვნელობა აქვს მას ჩვენთვის, „ქართული ოცნების“ ჯარისკაცებისთვის“
  2. დიმიტრი სამხარაძე„ის უტიფრობა, რაც დღეს გვარამიამ იკადრა – ნაცისთვისაც კი ზედმეტია. ეს არსება ამბობს, რომ თითქოს, ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი გადასახადებს არ იხდიდა. ერმაც და ბერმაც ძალიან კარგად იცის, რომ მან მთელი თავისი ქონება, საქართველოში ქველმოქმედების სახით დახარჯა, განა ეს ყველაფერი არ იცის ნიკუტამ?! იცის, მაგრამ ისტორიის გადაწერა უნდა“
  3. დიმიტრი სამხარაძე„საქართველოში არ არსებობს მუნიციპალიტეტი, სადაც ,,ნაცური რეჟიმის” შემქმნელებს დანაშაული არ აქვთ ჩადენილი.“
  4. დიმიტრი სამხარაძე„შეგიძლიათ, ერთი ყოფილი ან მოქმედი ნაცი მანახოთ, რომელიც კოლექტიური ნაცების პარტიების წევრია და ბოდიში მოეხადა, პირველ რიგში გარდაცვლილების ოჯახის წევრებისთვის და საზოგადოებისთვის? არსებობს კი ასეთი ნაცი, რომელიც ინანიებს ჩადენილ ბოროტებას?- არა“