განცხადება · 181 ნახვა
„დაკისრებული ჯარიმის არგადახდის მიზეზით დააპატიმრეს სანაია, ხოშტარიაც ამის გამო ზის, არც მან გადაიხადა კანონით დაკისრებული ჯარიმა – მაგარი რეჟიმია, ვერაფერს ვერ იტყვი, გაღიმებული შედიან და პატიმრებს ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მაცივრები და ტელევიზორები გამოაქვთ“
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი, ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ სანაია დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო დააკავეს.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” ისეთი “რეჟიმია”, რომ მისი მმართველობისას, ციხეში გაღიმებული შედიან და გათავისუფლების შემდეგ, მაცივრები და ტელევიზორები გამოაქვთ, მაშინ, როცა “ნაციონალური მოძრაობის” დროს, პატიმრები ციხეში სიცოცხლეს ტოვებდნენ.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“ქართული ოცნების” რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა. ევროკავშირი ჩუმად ვერ დარჩება – წერს სანაიას 14 დღით დაპატიმრებაზე ევრო(ს)პარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა.
შეურაცხმყოფელი პოსტის კი არა, ამის გამო დაკისრებული ჯარიმის არგადახდის მიზეზით (6 000 ლარი) დააპატიმრეს სანაია.
ხოშტარიაც ამის გამო ზის. არც მან გადაიხადა კანონით დაკისრებული ჯარიმა კახა კალაძის წინასაარჩევნო ბანერის დაზიანების გამო.
მაგარი რეჟიმია, ვერაფერს ვერ იტყვი. გაღიმებული შედიან და პატიმრებს ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მაცივრები და ტელევიზორები გამოაქვთ.
ნაცების დროს პატიმრები იქ სიცოცხლეს ტოვებდნენ.
ახლა თუ გაიგე, ბრეიზა, რეიზა…- წერს გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.
ლაშა გეგეჭკორი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ლაშა გეგეჭკორი„„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ – ეს ნიშნავს, საქართველო მშვიდობის, ქვემოქმედებისა და განვითარების გარეშე“
- ლაშა გეგეჭკორი„ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებს ვუყურებ, რა უნდათ ვერ გავიგე. ვინ მიიღო ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი? – “ქართულმა ოცნებამ.” წერეთ და მიიღეთ ახალი რეზოლუცია, წერეთ და იკითხეთ“
- ლაშა გეგეჭკორი„“თიბისი ბანკი” 2 000 ლარის გადახდის ვადაგადაცილების გამო, სესხის ამომღები კომპანიის მეშვეობით ჩვენგან ითხოვდა 12 000 ლარს, 2018 წელს დადასტურდა რომ ჩვენი სესხი განულდა – მადლობა ბიძინა ივანიშვილს, მის ფონდ “ქართუს” და კომკავშირული სალამი მამუკა ხაზარაძეს“
- ლაშა გეგეჭკორი„1 თვე ემზადებოდით და 4 000 ხართ. არ მოვმზადებულვართ და ოჯახის სიწმინდის დღეს ასიათასობით გამოვედით. ჩვენ მომზადება არ გვჭირდება. ვიცით, როდის და სად უნდა გავიდეთ“
