პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილმა მხოლოდ მას შემდეგ გააკრიტიკა ეკა გიგაური, რაც ის მას პირადად შეეხო და ამის გამო თქვა სააკაშვილმა ის, რასაც ჩვენ წლებია ვამბობთ

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ ეკა გიგაურის კრიტიკას ეხმიანება და აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტმა იმ საკითხებზე დაიწყო საუბარი, რაზეც, მისი თქმით, „ხალხის ძალა“ წლების განმავლობაში ამახვილებდა ყურადღებას.

მაჭარაშვილის შეფასებით, სააკაშვილის განცხადებები ეკა გიგაურის მისამართით მხოლოდ მას შემდეგ გაკეთდა, რაც იგი არ შეიყვანეს პოლიტპატიმართა სიაში.

„სააკაშვილმა ახლა გაიგო, რომ ეკა გიგაურის გამჭვირვალობა ცრუ გამჭვირვალობაა, გრანტიჭამიაა და ხალხი მას არ ენდობა? ამაზე საუბარი სააკაშვილმა მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ გიგაური მას პირადად შეეხო და ამის გამო თქვა სააკაშვილმა ის, რასაც ჩვენ წლებია ვამბობთ, რომ გრანტიჭამია ენჯეოსექტორი უცხოური ძალების მიერ იყო დაფინანსებული და პოლიტპატიმართა სიაში შეჰყავდათ ის, ვინც თავად სურდათ. თუ ეკა გიგაურის გადასაწყვეტი გახდა, მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია თუ არა, მაშინ ეს თავად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მდგომარეობაზეც ბევრს ამბობს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა