პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა არ უნდა შეფასდეს როგორც რიგითი აგრესია, ეს იყო პასუხი იმ მიზანმიმართულ შეტევაზე, რომელსაც წლებია, ლიბერალური და ფსევდოლიბერალური წრეები ახორციელებენ ჩვენს ღირებულებებზე, ეკლესიასა და ისტორიულ მოღვაწეებზე

x

ექსპერტი დავით  ჩიხელიძე, ონისე ოქრიშვილის ცემის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ საზოგადოება საკუთარი კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული იდენტობის დაცვის აუცილებლობის წინაშე დგას.

მისი შეფასებით, ონისე ოქრიშვილზე თავდასხმა არ უნდა შეფასდეს, როგორც „რიგითი ყოფითი აგრესია“, არამედ, პასუხია იმ მიზანმიმართულ შეტევაზე, რომელსაც წლებია ლიბერალური და ფსევდოლიბერალური წრეები ახორციელებენ ქართულ ღირებულებებზე, ეკლესიასა და ისტორიულ მოღვაწეებზე.

„ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ცალსახად აჩვენებს, რომ ქართული საზოგადოება დადგა ზღვარზე, სადაც აუცილებელი ხდება საკუთარი კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული იდენტობის აქტიური დაცვა.

 ონისეზე თავდასხმა, არ უნდა შეფასდეს, როგორც რიგითი ყოფითი აგრესია, ეს იყო პასუხი იმ მიზანმიმართულ შეტევაზე, რომელსაც წლებია ლიბერალური და ფსევდოლიბერალური წრეები ახორციელებენ ჩვენს ღირებულებებზე, ეკლესიასა და ისტორიულ მოღვაწეებზე.

 ის, ვინც დღეს მსხვერპლის როლში ცდილობს თავის წარმოჩენას, ნამდვილად არ არის კრავი. მისი ე.წ. „იუმორი“ წლებია სავსეა როგორც სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის, ისე დედა ეკლესიის, ისტორიული პიროვნებებისა და ნოდარ დუმბაძის შემოქმედების შეურაცხყოფით. შესაბამისად, ასეთ სითავხედეზე პასუხის გაცემა მიჩნეულ უნდა იქნას არა ძალადობად, არამედ საკუთარი იდენტობისა და ღირსების დაცვად.  რა თქმა უნდა, ზოგადად ძალადობა მიუღებელია, თუმცა არსებობს ზღვარი, სადაც ეროვნული ღირსების, მიწისა და კულტურის შებღალვას თავდაცვითი რეაქცია მოჰყვება. არ უნდა გაბედონ იმ ბიჭის დაჭერა, რომელმაც ეროვნული ღირსება დაიცვა.  გავაერთიანოთ ძალები მის გასათავისუფლებლად!“ – წერს ჩიხელიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.