პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ოქრიაშვილმა ნოდარ დუმბაძეს სრულიად შეგნებულად და გამიზნულად აგინა, სწორედ მწერლის სამჯერ ნაინფარქტალ გულზე აქცენტირებით – პასუხი, რაც ლიბერალმა აკაცუკმა ამის გამო მიიღო, ცალსახად დასაგმობია, მაგრამ თავში ერთი-ორი წამოთაქება არ უნდა გაგიკვირდეს, როცა დიდებული ნაწარმოებების ავტორს, თანაც გარდაცვლილს, საჯაროდ აგინებ

ვინმე ონისე ოქრიაშვილის ფრაზა ,,ნოდარ დუმბაძის გული მო…ან” სულაც არ ყოფილა შემთხვევითი და ,,ჰიპოტეტური”, როგორც ამას თავად ეს აკაცუკი ოქრიაშვილი აცხადებს, მან ნოდარ დუმბაძეს სრულიად შეგნებულად და გამიზნულად აგინა, – წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ძალადობრივი პასუხი, რაც “ლიბერალმა აკაცუკმა” ამის გამო მიიღო, ცალსახად დასაგმობია, მაგრამ გასაკვირი არ არის მას შემდეგ, რაც გარდაცვლილ მწერალს აგინებ.

“ქართველი ერის საყვარელი მწერალი ნოდარ დუმბაძე ადრეულ ასაკში – 57 წლისა გარდაიცვალა. მას გული ახალგაზრდობიდანვე აწუხებდა და სამჯერ დაემართა ინფარქტი. მწერლის გარდაცვალების მიზეზი სწორედ მესამე ინფარქტი გახდა. ასე რომ, ვინმე ონისე ოქრიაშვილის ფრაზა ,,ნოდარ დუმბაძის გული მო…ან” სულაც არ ყოფილა შემთხვევითი და ,,ჰიპოტეტური”, როგორც ამას თავად ეს აკაცუკი ოქრიაშვილი აცხადებს, მან ნოდარ დუმბაძეს სრულიად შეგნებულად და გამიზნულად აგინა, სწორედ მწერლის სამჯერ ნაინფარქტალ გულზე აქცენტირებით. ძალადობრივი პასუხი, რაც ლიბერალმა აკაცუკმა ამის გამო მიიღო, ცალსახად დასაგმობია, მაგრამ თავში ერთი-ორი წამოთაქება არ უნდა გაგიკვირდეს, როცა ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონის”, ,,თეთრი ბაირაღებისა” და სხვა დიდებული ნაწარმოებების ავტორს, თანაც გარდაცვლილს, საჯაროდ აგინებ” – წერს ხუბუა X-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.