პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: რა იუმორისტული გადაცემა უნდა გააკეთო და გაამართლო ის, რომ ვიღაცამ ჩვენთვის ღირსეული, ღვაწლმოსილი, ადამიანი შეურაცხყო და ამაზე რა გაგებით უნდა მესაუბრონ, რომ ეს დასაშვებია? შეუძლებელია საქართველოში ამის დაშვება!

რა იუმორისტული გადაცემა უნდა გააკეთო და გაამართლო ის, რომ ვიღაცამ ჩემთვის, თქვენთვის, ჩვენთვის – ღირსეული, ღვაწლმოსილი ადამიანი შეურაცხყო და ამაზე რა გაგებით უნდა მესაუბრონ, ან რა უნდა ამიხსნან, რომ ეს დასაშვებია? შეუძლებელია საქართველოში ამის დაშვება! – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, სიძულვილის ენასთან დაკავშირებით საუბრისას.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, სიძულვილის ენა საქართველოს მოსახლეობისთვის ყოველთვის მიუღებელი იქნება.

“როგორც შეუძლებელი იყო და ბოდიშს ვიხდი, რომ ბევრის უფლება მივეცით ჩვენს უწმინდესს ასეთ შეურაცხყოფას რომ აყენებდნენ და აყენებენ დღესაც ჩვენს ეკლესიას და საპატრიარქოს და მათ რიგებში იდგა, ჩამობრძანდა ერთ-ერთი გერმანელი დეპუტატი და პირდაპირ მოუწოდებდა საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, რომ ეს არის თქვენი დამაბრკოლებელი თითქოს განვითარების. ამას ვერ ეღირსებიან! ჩემმა წინაპარმა ამდენი იწვალა, იომა, იბრძოლა იმისთვის, რომ აქამდე მოსულიყო და მე ჩემს თავს მივცე უფლება და ვიღაცის დაკვეთაზე, ან ვიღაცას მოეწონება თუ არ მოეწონება, იმის მიხედვით განვახორციელო ჩემი პოლიტიკა? ეს დამთავრებული ეტაპია. უბრალოდ, ვიღაცეებმა შეიგნეს და დაგვიდგნენ გვერდზე და საზომი გითხარით, სად არის დღეს ძირითადი ნაწილი ქართველი საზოგადოების და ეს ნაწილი ერთია, რომელიც ესწრებოდა ჩვენი უწმინდესის გარდაცვალების დღეებს და პირდაპირ ჩანს ამ საზოგადოების განწყობა. იმიტომ, რომ ის სიძულვილის ენა, დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანებში მიუღებელი იქნება ყოველთვის, ვინც არ უნდა იყოს. ვერ გადააკეთებენ ქართველ ადამიანს, ეს შეიგნონ, ვერცერთი ამ ტექნოლოგიური პოდკასტებით და ამ რაღაცა თითქოს თავისუფლების ეგიდით რაღაცა თემების შემოტანით.“- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.