პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში მიმოიხილავს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.
ანალიტიკოსი წერს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ, შეზღუდულიყო რუსული ნავთობის გადამუშავება და ექსპორტი, საქართველოს ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი ჰქონდა ყულევის წინააღმდეგ სანქციების ძალაში შესვლამდე.
ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა მოლოდინი, რომ საქართველო ან ევროპელ პარტნიორებთან შევიდოდა კონფიქტში, ან ნავთობის სექტორის დიდ ნაწილს დაკარგავდა. ქართველიშვილი ხაზს უსვამს, რომ ამის საპირისპიროდ, საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ალტერნატივების მოძიება, როგორც ყაზახეთის, ასევე ლიბიის სახით:
„პირველი ცნობები მიუთითებს ყაზახური ნავთობის მიწოდებაზე და ლიბიიდანაც კი იმპორტის მომზადებაზე. ამავე დროს, ქართულმა მხარემ განხორციელებული ნაბიჯების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა ევროპულ სტრუქტურებს, რითაც აჩვენა, რომ მზად არის იმოქმედოს საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში და სიტუაცია პოლიტიკურ დაპირისპირებამდე არ მიიყვანოს“ – წერს ქართველიშვილი.
ანალიტიკოსის სიტყვებით, კრიტიკოსების მოლოდინის საპირისპიროდ, საქართველო მზადაა, ერთ მხრივ, შეინარჩუნოს თანამშრომლობა საერთაშორისო საზოგადოებასთან და, მეორე მხრივ, დაიცვას საკუთარი ეკონომიკური ინტერესები.
„ყულევის ნავთობტერმინალისა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ირგვლივ ისტორია გუშინ არ დაწყებულა. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა რუსული ნავთობის გადამუშავებისა და ექსპორტის შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს დაახლოებით ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი ჰქონდა ყულევის წინააღმდეგ სანქციების ძალაში შესვლამდე. სწორედ ამ პერიოდში რადიკალური ოპოზიციის ყველაზე აქტიური ნაწილი და მისი მხარდამჭერები ამტკიცებდნენ, რომ ქვეყანა თითქოს არჩევანის წინაშე დადგებოდა – ან ევროპელ პარტნიორებთან კონფლიქტში შევიდოდა, ან ნავთობის სექტორის მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგავდა. პროგნოზირებდნენ ეკონომიკურ შოკს, დიპლომატიურ კრიზისსა და ხელისუფლების წინააღმდეგ ბრალდებების ახალ ტალღას. თუმცა მოვლენები სრულიად სხვა სცენარით განვითარდა. კონფრონტაციის ნაცვლად არჩეულ იქნა მაქსიმალურად პრაგმატული მიდგომა. როგორც კი სანქციების ამოქმედების ვადა მოახლოვდა, საწარმომ ალტერნატიულ ნედლეულზე სწრაფი გადართვა დაიწყო.
უკვე პირველი ცნობები მიუთითებს ყაზახური ნავთობის მიწოდებაზე და ლიბიიდანაც კი იმპორტის მომზადებაზე. ამავე დროს, ქართულმა მხარემ განხორციელებული ნაბიჯების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა ევროპულ სტრუქტურებს, რითაც აჩვენა, რომ მზად არის იმოქმედოს საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში და სიტუაცია პოლიტიკურ დაპირისპირებამდე არ მიიყვანოს. ეს ისტორია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო ხმამაღალ პოლიტიკურ განცხადებებს კი არა, სწრაფ და ეფექტიან მმართველობით გადაწყვეტილებებს ანიჭებს უპირატესობას. საერთაშორისო პარტნიორებთან ხანგრძლივი კონფლიქტის ნაცვლად ქვეყანამ პრაქტიკულად მყისიერი ადაპტაციის უნარი გამოავლინა. იმ სცენარის ნაცვლად, რომლის იმედიც ხელისუფლების კრიტიკოსებს ჰქონდათ, საქართველომ დაამტკიცა, რომ შეუძლია ოპერატიულად უპასუხოს შენიშვნებს, შეინარჩუნოს ღია თანამშრომლობა საერთაშორისო საზოგადოებასთან და ამავე დროს საკუთარი ეკონომიკური ინტერესები დაიცვას ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციით და არა პოლიტიკური ესკალაციის გზით,“ – წერს დავით ქართველიშვილი.
დავით ქართველიშვილი: საქართველომ დაამტკიცა, რომ შეუძლია ოპერატიულად უპასუხოს შენიშვნებს და ამავე დროს საკუთარი ეკონომიკური ინტერესები დაიცვას ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციით და არა პოლიტიკური ესკალაციის გზით
Facebook Comments Box










