ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი14°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი7°C
  • ზუგდიდი11°C
  • თელავი6°C
  • გორი7°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია2°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ4 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ17:25
ნიკოლოზ მეტრეველი

განცხადება · 146 ნახვა

„ირაკლი კობახიძის დღევანდელი წერილის მთავარი გზავნილი მკაფიო და გასაგებად გულისხმობს, რომ დღეს ოპოზიციაში მყოფი პირები დამოუკიდებელი პოლიტიკოსები არ არიან. ისინი მოქმედებენ არა საკუთარი პოლიტიკური რწმენით, არამედ იმ დღის წესრიგით, რომელსაც გარედან იღებენ“

ირაკლი კობახიძის დღევანდელი წერილის მთავარი გზავნილი მკაფიო და გასაგებად გულისხმობს, რომ დღეს ოპოზიციაში მყოფი პირები დამოუკიდებელი პოლიტიკოსები არ არიან. ისინი მოქმედებენ არა საკუთარი პოლიტიკური რწმენით, არამედ იმ დღის წესრიგით, რომელსაც გარედან იღებენ, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, წერს სოციალურ ქსელში.

მეტრეველი ქრონოლოგიურად იხსენებს 2012 წლამდე პერიოდს, როდესაც რუსული ინვესტიციები და ტურიზმი არ ყოფილა პრობლემა „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული საზოგადოებისთვის. ისტერიული რიტორიკა კი მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ დაიწყო, რაც სწორედ გარედან მიღებულ დავალებებზე მიუთითებს და არა რეალურ პატრიოტიზმზე.

”ირაკლი კობახიძის დღევანდელი წერილის მთავარი გზავნილი მკაფიოდ და გასაგებად გულისხმობს, რომ დღეს ოპოზიციაში მყოფი პირები დამოუკიდებელი პოლიტიკოსები არ არიან. ისინი მოქმედებენ არა საკუთარი პოლიტიკური რწმენით, არამედ იმ დღის წესრიგით, რომელსაც გარედან იღებენ. გავყვეთ მოვლენების ქრონოლოგიას: 2012 წლამდე, მაშინ როდესაც საქართველოს 20% უკვე ოკუპირებული იყო, საქართველოში რუსი ტურისტების შემოსვლაც იზრდებოდა და რუსული ინვესტიციებიც ჩვეულებრივ გრძელდებოდა. მაშინ არც რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ყოფნა იყო უსამშობლო ხალხისთვის პრობლემა და არც ეკონომიკური ურთიერთობები. მიუხედავად ოკუპაციისა, ამ თემებზე დღეს არსებული ისტერიული რიტორიკა მაშინ საერთოდ არ არსებობდა. დაიწყო უკრაინაში ომი და უცებ ყველაფერი შეიცვალა. ერთ დღეში გახდნენ ყველაზე ხმამაღალი „რუსოფობები“.

რა შეიცვალა საქართველოსთვის? ოკუპაცია ხომ არც მაშინ დასრულებულა და არც დღეს დასრულებულა. შეიცვალა მხოლოდ ის პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელსაც ეს ადამიანები მიჰყვებიან. თუ დღეს ასე მარტივად ცვლიან პოზიციებს, რა გარანტია აქვს საზოგადოებას, რომ ხვალ, რეალური საფრთხის შემთხვევაში, ისევ პასუხისმგებლიანად მოიქცევიან? მით უმეტეს, როდესაც გვახსოვს განცხადებები, რომ თურმე „ასეთ მშვიდობას ბომბების წვიმაში ცხოვრება სჯობს“. ომისკენ მოწოდება ყველაზე ადვილია მაშინ, როდესაც იცი, რომ ბრძოლის ველზე თავად არ აღმოჩნდები. პატრიოტიზმი ხმამაღალი ლოზუნგები არ არის. ქვეყნის სიყვარული ნიშნავს პასუხისმგებლობას, თანმიმდევრულობას და ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვას. ხოლო, როდესაც პოლიტიკური პოზიცია გარე დავალებების ცვლილებასთან ერთად რადიკალურად იცვლება, საზოგადოებას აქვს სრული უფლება იკითხოს, ეს მართლაც პრინციპების პოლიტიკაა თუ საქართველოსთვის მტრული დღის წესრიგის შესრულება? ვფიქრობ, საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ამ კითხვაზე პასუხი სრულიად ნათელია და სწორედ ამიტომ აგენტებით სავსე ოპოზიცია ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდება.“- წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

ნიკოლოზ მეტრეველი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ნიკოლოზ მეტრეველი„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა“
  2. ნიკოლოზ მეტრეველი„გია ხუხაშვილის პროგნოზების სიზუსტე და მათი პოლიტიკური შედეგები ერთმანეთს მშვენივრად შეეფერება – ზუსტად შესაფერისი მრჩეველია. ბატონო გია, საბედნიეროდ არქივები არ იწვიან“
  3. ნიკოლოზ მეტრეველი„სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების დარბევა და სხვისი ქონების განადგურება მშვიდობიანი პროტესტი ვერ იქნება. მაგრამ ამავე დროს, ძალის გამოყენების აუცილებლობა და თანაზომიერება ყველგან უნდა შემოწმდეს - პარიზშიც, ბრიუსელშიც და თბილისშიც“
  4. ნიკოლოზ მეტრეველი„ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“ ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა“