განცხადება · 117 ნახვა
„ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი – ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს“
სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, სპორტულ კომენტატორ ტატო ბაციკაძის მიერ პრემიერ-მინისტრის წერილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და ბაციკაძეს წეროვანში ვიზიტს სთავაზობს, სადაც, იძულებით გადაადგილებული პირები ეტყვიან, თუ რა ხდებოდა რეალურად აგვისტოს ომის დროს.
კუჭაშვილი ინტერესდება, ბაციკაძე, მას შემდეგ, რაც წეროვანში მცხოვრები ხალხი დაუდასტურებს, თუ როგორ შეატოვა ოკუპანტებს ისინი სააკაშვილმა, როგორ მიატოვა იმდროინდელმა ხელისუფლებამ უპატრონოდ დაღუპულთა ცხედრები და როგორ ჩააბარა ასეულობით სოფელი დამატებით ოკუპანტებს, იმავე “გონორით” გაიმეორებს თუ არა საკუთარ განცხადებას.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“ამ ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს პრემიერი და რატომაა პრემიერი მართალი. მოურიდებლად ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს მარტოდ-მარტო ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ გაიგეს ომის დაწყება ტელევიზიით, როგორ შეიცვალა საზღვრები და სეპარატისტებს გაუფორმა ახალგორი, როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს. მაინტერესებს, ბაციკაძე იგივეს გაიმეორებს იქ, რასაც ახლა აქ გონორით წერს?” – წერს კუჭაშვილი სოციალურ ქსელში.
შაკო კუჭაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- შაკო კუჭაშვილი„საკუთარი დედის უარმყოფელი პავლიკა მოროზოვი რა დღეშია, ხედავთ?!“
- შაკო კუჭაშვილი„პოსტებზე არ უნდა რჩებოდნენ ადამიანები, რომლებიც აქციებისას სტუდენტებს ღიად ეუბნებოდნენ, რომ ქულას პარლამენტის წინ დგომაში დაუწერდნენ და რომ ფეიერვერკის სროლა გამოხატვის თავისუფლებაა. ყველა მათგანი არა მხოლოდ უნდა ჩამოშორდეს პედაგოგიურ საქმიანობას, არამედ, პასუხიც უნდა აგოს კანონის წინაშე საბოტაჟის წაქეზებისთვის“
- შაკო კუჭაშვილი„DJ კორძისთვის ფულის გადახდითა და მისი „სიფათის“ გატრენდებით, ხომ არ ხდება კომპანია მოსახლეობაში პოლიტიკური შუღლის გაღვივების თანამონაწილე? ნანუკა ჟორჟოლიანისა და ბაია პატარაიას მხრიდან ამ რეკლამის ასეთი აქტიური „საფორთი“ ამ მიმართულებით ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს“
- შაკო კუჭაშვილი„ბიძინა ივანიშვილმა პრაქტიკულად ცხოვრებადანგრეულ ადამიანებს, რომლებიც ბანკში სესხის ასაღებად ვერასდროს მივიდოდნენ, ახალი ცხოვრების დაწყების საშუალება მისცა. რატომღაც აქაც ისე მოხდა, რომ მხოლოდ “ნაცებმა” და მათთან დაკავშირებულმა ხალხმა ნახა პრობლემა – ეს ყველაფერი ხომ უბრალოდ უმადურობაა“
