პოლიტიკა

გია ბარამიძე – „ქოცპროკურატურამ“ ჩემზე საქმე აღძრა, არც თქვენი დევნის მეშინია და, მით უფრო, თქვენი ბინძური პროპაგანდის

„ქოცპროკურატურამ“ ჩემზე – „საქართველოს ღალატისთვისო“ – საქმე აღძრა. არც თქვენი დევნის მეშინია და, მით უფრო, თქვენი ბინძური პროპაგანდის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, სამშობლოს, ღმერთისა და საკუთარი სინდისის წინაშე ყოველთვის იყო მართალი.

„მოღალატე რუსქოცებო და პოლიტიკურო ტურებო! საქართველოსთვის თქვენზე ნალები მებრძოლის დედა ვატირე! ქოცპროკურატურამ ჩემზე „საქართველოს ღალატისთვისო“ საქმე აღძრა! არც თქვენი დევნის მეშინია და მით უფრო თქვენი ბინძური პროპაგანდის! სამშობლოს, ღმერთისა და ჩემი სინდისის წინაშე ყოველთვის მართალი ვიყავი და ამ სიმართლეს ვერავინ წამართმევს“, – დაწერა გია ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ გია ბარამიძემ განაცხადა: „აფხაზეთში ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ და აფხაზური მხარე ამიტომ ტყვეებს არ იძლეოდა“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე საქმე აღძრა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა