ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი4°C
  • ბათუმი8°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი6°C
  • ზუგდიდი5°C
  • თელავი4°C
  • გორი2°C
  • ახალციხე1°C
  • ოზურგეთი6°C
  • ამბროლაური2°C
  • მესტია−6°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 26 ნოემბერი
  • USD2.5919−0.0003
  • EUR2.8368+0.0025
  • GBP3.3884+0.0017
  • TRY0.0511−0.0001
  • 100 RUB3.1420−0.0141
  • AZN1.5249+0.0005
  • 1000 AMD7.1939+0.0033
  • 10 UAH0.5722+0.0008
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ11 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ13:02
თამარ ჩიბურდანიძე

განცხადება · 117 ნახვა

„დღეს შინდისის გმირების დღეა. ვის სინდისზეა მათი სისხლი? მხოლოდ ოკუპანტის? არა, სააკაშვილის ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის, რის გათეთრებასაც დღეს მათი მხარდამჭერები ცდილობენ“

„სააკაშვილის ხელისუფლებას იმდენად დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი 2008 წელს ქვეყნის წინაშე, რომ პანიკაში არიან, როგორმე უნდა შეძლონ ამ ისტორიული სირცხვილის ჩამორეცხვა და ისრებს სხვისკენ ისვრიან,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებები შეაფასა. ჩიბურდანიძემ ბარამიძის განცხადებებს, თითქოს რუს ტყვეებს ქართველები ხვრეტდნენ, მოღალატეობრივი უწოდა და აღნიშნა, რომ ამას ადასტურებს ის, რომ ბრალდებები მან სწორედ ახლა გაახმოვანა, როცა შიდა კონფლიქტების დეესკლაციის პროცესი აქტიურად მიდის.

„როგორც მოსალოდნელი იყო, აგვისტოს ომის მძიმე დღეები გიორგი ბარამიძის მოღალატეობრივმა განცხადებამ კიდევ უფრო დაამძიმა, რომელსაც უმალვე მხარი აუბა ოკუპანტმა სახელმწიფომ და აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ. ყველა ქმედება პოლიტიკაში შედეგით იზომება. 2008 წელს რუსეთმა მიიღო ის, რაც სურდა და ეს მოხდა სააკაშვილის პოლიტიკის შედეგად. ბარამიძემ კი, სწორედ ახლა, როდესაც შიდა კონფლიქტების დეესკლაციის პროცესი აქტიურად მიდის, კიდევ ერთხელ შეასრულა მოღალატეობრივი დაკვეთა და შუღლი ჩააგდო ჩვენს ეთნოსებს შორის, კვლავ ომისკენ აანთო აფხაზები და მიიღო კიდეც მათგან სასურველი უკუშედეგი. ოპოზიციის პოლიტიკა შიდა კონფლიქტებში მხოლოდ ომზე გადის და მათთვის მიუღებელია ის სამშვიდობო პოლიტიკა, რასაც ხელისუფლება აწარმოებს და რაც მისაღებია აფხაზი და ოსი ერისთვის (არა დეფაქტო მმართველებისთვის). სააკაშვილის ხელისუფლებას იმდენად დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი 2008 წელს ქვეყნის წინაშე, რომ პანიკაში არიან, როგორმე უნდა შეძლონ ამ ისტორიული სირცხვილის ჩამორეცხვა და ისრებს სხვისკენ ისვრიან. ამ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულნი მათი მხარდამჭერები. და ვინ არიან ესენი? ისინი, ვინც აგვისტოს ომის შემდეგ რუსებს რუსეთში უმღეროდნენ, ლარსზე ღვინით ხელში ხვდებოდნენ, მთლიანი ქართული ეკონომიკა მიჰყიდეს და ჩვენ გვმოძღვრავდნენ, რომ აუცილებელი იყო მათთან ურთიერთობა? დიახ, აგვისტოს დღეებში მათ გაწირეს უპირველეს ყოვლისა, ქართველები და შემდეგ ოსები. სხვას რომ თავი დავანებოთ, მათ შეეძლოთ ამ ომის თავიდან აცილება და არ გააკეთეს. ეს უკვე დიდი დანაშაულია! ისტორია თავის სამართალს ყოველთვის აღადგენს და აგვისტოს ომის სამართალიც ამ პროცესშია. დღეს შინდისის გმირების დღეა. ვის სინდისზეა მათი სისხლი? მხოლოდ ოკუპანტის? არა, სააკაშვილის ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის, რის გათეთრებასაც დღეს მათი მხარდამჭერები ცდილობენ, მაგრამ უნდა ახსოვდეთ, რომ ისტორიული სამართლის წინაშე ყველა უძლურია,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

თამარ ჩიბურდანიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. თამარ ჩიბურდანიძე„ის, რაც გუშინ, Euronews-ის ღონისძიებაზე ვიხილეთ იყო შოუ - ირაკლი კობახიძე იყო სამიზნე, რომელზეც შტურმი ხორციელდებოდა, მაგრამ, პრემიერის მისი პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე, ევრობიუროკრატებმა მათთვის სასურველი შედეგის ნაცვლად, უკუშედეგი მიიღეს“
  2. თამარ ჩიბურდანიძე„დღეს ევროპა მიგრანტების ტყვეობაშია, ხოლო მათი ქმედებები ისტორიულ შურისძიებას უფრო ჰგავს — მიგრანტები წვავენ ყველაფერს, რაც მათ არ შეუქმნიათ და რაც ღირებულია ევროპისთვის“
  3. თამარ ჩიბურდანიძე„პრემიერის გადაწყვეტილება საპენსიო ზრდაზე არის გაბედული და დასაფასებელი, რადგან საპენსიო ასაკში შევიდა გასული საუკუნის 60-იანელების პიკური შობადობის თაობა“
  4. თამარ ჩიბურდანიძე„ევროპას ევრობიუროკრატია ჩუმი სიკვდილით კლავს – შეიძლება საზოგადოებრივი დაპირისპირება ახალ ისტორიულ ტრაგედიად გადაიქცეს“