ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ შაკო ჩაჩანიძე„სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გვერდმა თარიღის მითითების გარეშე გამოაქვეყნა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო, რათა ხალხი შეცდომაში შეეყვანათ, სინამდვილეში, ეს მშიშარა და ფარისეველი თორნიკე რაზმაძის ჯიბის გვერდია - აქ იდება ყველაფერი, რის თქმასაც პირად პროფილზე ვერ ბედავს“ დღეს 13 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი7°C
  • გორი7°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია0°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ16 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ17:27
ზურაბ ქადაგიძე

განცხადება · 160 ნახვა

„საქართველო გაერთიანდება და დეოკუპაცია მხოლოდ გააზრებული და ეროვნული პოლიტიკითაა შესაძლებელი, ხოლო საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლ აგენტურას ქართველი ხალხი მკაცრ პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს“

პარტია “ხალხის ძალის” წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გია ბარამიძის ბოლოდროინდელ განცხადებებსა და რადიკალური ოპოზიციის რიტორიკას.

ქადაგიძე წერს, რომ ქართული ოპოზიცია აფხაზეთში საწვავის გაგზავნას რუსეთის დახმარებად ნათლავს, რაც რეალურად ჰუმანიტარული დიალოგის საბოტაჟია.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ ქვეყნის გამთლიანება იწყება ელემენტარული ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ხიდების მშენებლობით:

“როდესაც ელემენტარული საწვავის გაგზავნას „რუსეთის დახმარებად“ ნათლავენ, ამით თავად აღიარებენ, რომ იქ მცხოვრები ადამიანების ბედი საერთოდ არ აინტერესებთ და საქართველოს დეოკუპაცია მათთვის მხოლოდ ფუჭი ლოზუნგია” – წერს ქადაგიძე.

დეპუტატი აღნიშნავს იმასაც, რომ ქართული ოპოზიცია მსოფლიოში ერთადერთია, რომელიც ჰუმანიტარული ნაბიჯის გამო საკუთარი სამშობლოსთვის საერთაშორისო სანქციების დაწესებას ითხოვს.

“უსამშობლოთა დივერსია: 1. ისტორიული და მორალური დივერსია ბარამიძის განცხადება, რომ თითქოს ქართველები აფხაზებს ხვრეტდნენ, შემთხვევითი წამოცდენა არ არის, ეს მათი უცვლელი მოღალატეობრივი ხელწერაა. სწორედ ამ პოლიტიკურმა ძალამ მოაწერა ხელი ევროსაბჭოს მოღალატეობრივ რეზოლუციას “1633”, სადაც ომის დანაშაული საკუთარ ჯარს დააბრალა და დღესაც ზუსტად იმავეს აკეთებენ. როდესაც საკუთარ ხალხს ომის დანაშაულებს აბრალებ, ამით პირდაპირ ამართლებ სეპარატიზმს და ძირს უთხრი შერიგების ყოველგვარ მორალურ საფუძველს. 2. ჰუმანიტარული დიალოგის საბოტაჟი ქვეყნის გამთლიანება იწყება ადამიანებამდე მისვლით, ნდობის დაბრუნებითა და ელემენტარული ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ხიდების მშენებლობით. აფხაზეთში მცხოვრები ხალხი ჩვენი საზოგადოების ნაწილია. როდესაც ელემენტარული საწვავის გაგზავნას „რუსეთის დახმარებად“ ნათლავენ, ამით თავად აღიარებენ, რომ იქ მცხოვრები ადამიანების ბედი საერთოდ არ აინტერესებთ და საქართველოს დეოკუპაცია მათთვის მხოლოდ ფუჭი ლოზუნგია. 3. საკუთარი ქვეყნის დასანქცირების აბსურდი მსოფლიოში არ არსებობს სხვა პოლიტიკური ძალა, რომელიც საკუთარ სამშობლოზე ჰუმანიტარული ნაბიჯის გამო საერთაშორისო სანქციების დაწესებას ითხოვდეს. ეს მოწოდება – “დაასანქცირეთ საქართველო“, მათი საბოლოო ლუსტრაციაა: ისინი მოქმედებენ არა ეროვნული ინტერესით, არამედ გარე დაკვეთით, რომლის მიზანიც ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური დაზიანებაა. მარტივი დასკვნა: ამ უსამშობლოთა ჯგუფს არა შერიგება და ქვეყნის გამთლიანება, არამედ მუდმივი შუღლისა და დაძაბულობის შენარჩუნება სურს. საქართველო გაერთიანდება და დეოკუპაცია მხოლოდ გააზრებული, მშვიდობიანი და ეროვნული პოლიტიკითაა შესაძლებელი, ხოლო საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლ აგენტურას ქართველი ხალხი მკაცრ პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს!” – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ზურაბ ქადაგიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ზურაბ ქადაგიძე„მიჩნდება კითხვები საქართველოში აკრედიტებული ელჩების მიმართ - როდესაც ამბობენ, რომ გმობენ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას, მაგრამ, ამავდროულად, მათივე ქვეყნების ფონდებიდან წამოსული თანხებით ფინანსდება ისეთი ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ, ღიად მკვლელობის მცდელობის რომანტიზებას უწყობს ხელს“
  2. ზურაბ ქადაგიძე„როდესაც დაკავშირებადობაზე და შუა დერეფანზე ვსაუბრობთ, ამ დროს სასაზღვრო ზოლზე ამორტიზებული გზების არსებობა მიუღებელია და საერთაშორისო პრესტიჟის საკითხიცაა. გათვალისწინებულია თუ არა ბიუჯეტში გზის სარემონტო სამუშაოებისთვის თანხა?“
  3. ზურაბ ქადაგიძე„როდესაც ქვეყანას გააჩნია მზარდი ეკონომიკური რესურსი, დაუშვებელია დაზოგვა ვეტერანებზე, ბავშვებსა და მომავალ ექიმებზე - ეს სამი საკითხი წარმოადგენს „ხალხის ძალის“ პრინციპულ მოთხოვნას და იმედი გვაქვს, ეს მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება!“
  4. ზურაბ ქადაგიძე„როდესაც ოთხი წლის განმავლობაში საერთაშორისო დონის რამდენიმე კილომეტრის მოწესრიგება ვერ ხერხდება, საზოგადოებაში სრულიად ლეგიტიმურად ჩნდება გონივრული ეჭვი - ხომ არ აქვს ადგილი სერიოზულ უპასუხისმგებლობას შესაბამისი უწყებების მხრიდან“