ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი14°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი7°C
  • ზუგდიდი11°C
  • თელავი6°C
  • გორი7°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია2°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ18 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ10:32
ნიკოლოზ მეტრეველი

განცხადება · 176 ნახვა

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებაზე

„აფხაზეთი „ტვირთი“ არ არის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა „მძიმე წარსული“ არ არის და ქართველი ხალხის საერთო ტრაგედია ვერ გახდება პოლიტიკური ვაჭრობის საგანი“

ჯერ ოკუპაციას ხსნიან „რთული ისტორიული რეალობით“, მერე ცდილობენ შეგვაჩვიონ აზრს, რომ საკუთარ მიწაზე უარის თქმა თურმე „პრაგმატიზმია“. ოპოზიციაში, კაპიტულაციას რაც არ უნდა ლამაზი სიტყვები დაარქვათ, კაპიტულაციად დარჩება- წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ აფხაზეთზე გაკეთებული განცხადებების შესახებ.

მისი თქმით, ტრავმის გააზრება არ ნიშნავს ქვეყნის დაშლასთან შეგუებას და წარსულზე საუბარი არ ნიშნავს მომავლის ჩაბარებას.

„აფხაზეთზე ოპოზიციის ახალი გრანდ-ნარატივი უკვე იმდენად გამჭვირვალეა, რომ მის უკან დამალვა აღარ გამოდის: ჯერ ოკუპაციას ხსნიან „რთული ისტორიული რეალობით“, მერე ცდილობენ შეგვაჩვიონ აზრს, რომ საკუთარ მიწაზე უარის თქმა თურმე „პრაგმატიზმია“. ოპოზიციაში, კაპიტულაციას რაც არ უნდა ლამაზი სიტყვები დაარქვათ, კაპიტულაციად დარჩება. ტრავმის გააზრება არ ნიშნავს ქვეყნის დაშლასთან შეგუებას. წარსულზე საუბარი არ ნიშნავს მომავლის ჩაბარებას. შერიგება არ ნიშნავს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის იდეის ხელის აღებით დაწყებას. ყველაზე ცინიკური კი ის არის, რომ ოკუპანტის პასუხისმგებლობის ნაცვლად სულ უფრო ხშირად საქართველოს პასუხისმგებლობაზე გვესაუბრებიან. თითქოს პრობლემა ის არის, რომ საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე დაბრუნებას ითხოვს. აფხაზეთი „ტვირთი“ არ არის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა „მძიმე წარსული“ არ არის. და ქართველი ხალხის საერთო ტრაგედია ვერ გახდება პოლიტიკური ვაჭრობის საგანი.“- წერს ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

ნიკოლოზ მეტრეველი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ნიკოლოზ მეტრეველი„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა“
  2. ნიკოლოზ მეტრეველი„გია ხუხაშვილის პროგნოზების სიზუსტე და მათი პოლიტიკური შედეგები ერთმანეთს მშვენივრად შეეფერება – ზუსტად შესაფერისი მრჩეველია. ბატონო გია, საბედნიეროდ არქივები არ იწვიან“
  3. ნიკოლოზ მეტრეველი„სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების დარბევა და სხვისი ქონების განადგურება მშვიდობიანი პროტესტი ვერ იქნება. მაგრამ ამავე დროს, ძალის გამოყენების აუცილებლობა და თანაზომიერება ყველგან უნდა შემოწმდეს - პარიზშიც, ბრიუსელშიც და თბილისშიც“
  4. ნიკოლოზ მეტრეველი„ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“ ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა“