პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

ექსპერტი, ნინო ფოჩხუა,  საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის, მიერ ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული პირების შეწყალების საკითხს, რომლებმაც პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს, სოციალურ ქსელში ეხმიანება. 

ფოჩხუა იმედოვნებს, რომ შეწყალებულ პატიმრებს სხვა მათი თანამოაზრეებიც მიბაძავენ და აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების მიერ მართულ ბრძოლაში და ახალგაზრდობის წლებს თავისუფლებაში გაატარებენ. 

„მარიამობის დღეს პრეზიდენტმა, როგორც ყოველთვის, პატიმართა შეწყალებას მოაწერა ხელი, მაგრამ ეს შეწყალება გამორჩეული იყო. შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა. იმედია აღარასოდეს გამოაყენებინებენ თავს ქვეყნის მტრებს. იმედი მაქვს სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში,“- წერს ფოჩხუა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა