პოლიტიკა

დავით ნებიერიძე სააკაშვილზე: მისი ქმედებები უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ ხსნიან ამას მისი მხარდამჭერები

მიშას მხრიდან არ წყდება პოლიტიკური ველის ტალახში ამოსვრის მცდელობა. ამ ქმედებების შეფასებას აღარ გავაკეთებ. ყველასთვის ცხადია რომ უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. უკეთესს ვერ ისურვებდა ოლიგარქი – წერს პარტია „ახალის“ წევრი დავით ნებიერიძე სოციალურ ქსელში. როგორც ნებიერიძე წერს, სააკაშვილის მხრიდან პოლიტიკური ველის „ტალახში ამოსვრის მცდელობა“ არ წყდება, რაც, რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის უკიდურესად საზიანოა.

„ მიშას მხრიდან არ წყდება პოლიტიკური ველის ტალახში ამოსვრის მცდელობა. ამ ქმედებების შეფასებას აღარ გავაკეთებ. ყველასთვის ცხადია რომ უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. უკეთესს ვერ ისურვებდა ოლიგარქი. ყურადღება მისი მხარდამჭერების კომენტარებზე მინდა გავაკეთო, სადაც მიშას ამ პოსტების პასუხად გამოიკვეთა მთავარი სლოგანი: მიშას ადანაშაულებენ რომ ცუდად არჩევდა საკუთარი გუნდის წევრებს და ყველამ “უღალატა”. ბატონებო, ამ კრიტერიუმებით თუ შეაფასებთ მიშას მოღვაწეობას, მაშინ გამოდის, რომ მასსა და ბიძინას შორის არანაირი განსხვავება არ არის. გადახედეთ ქოცების პოზიციებს. ისინიც იგივეს ჩივიან – ბიძინას არავინ გაუმართლა და ყველამ უღალატაო. მემგონი უკიდურესად ცუდი ფაქტია როდესაც იდენტური შეფასებები ხდება. ჰო და იქნებ დაფიქრდეთ და დასვათ კითხვა: იქნებ მათივე ბრალია ეს შედეგი? იქნებ მათივე მართვის სტილი იწვევს იმ შედეგებს, რომ მათთან ერთად ბრძოლის გაგრძელების მსურველთა რიცხვი კატასტროფულად მცირდება.“ – წერს ნებიერიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ჩუბინიძის დაკავებაზე: „ასავალ – დასავალმა“ ბინძური კამპანიით სერიოზული ზიანი მიაყენა მოლაპარაკებების, დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესს, რაც მიზანმიმართული მცდელობა იყო ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე ჩუბინიძის დაკავებაზე: პროფესიული საქმიანობა არავის ათავისუფლებს პასუხიმგებლობისგან, სიტყვის თავისუფლება კი არ ნიშნავს უფლებას, ფაქტების გადამოწმების გარეშე გაავრცელო ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დომენტი ჩუბინიძის დაკავება იმ პროცესის კანონზომიერი ფინალია, როდესაც მედიასიტყვა იძენს პრეტენზიას სუროგატული პოლიტიკური პარტიის როლზე, როდესაც სარედაქციო სვეტები პოლიტიკურ შტაბად, ხოლო პუბლიცისტიკა – დეზინფორმაციული და ანტისახელმწიფოებრივი ნარატივების კონსტრუირების ინსტრუმენტად გარდაიქმნება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.