ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ვაშინგტონში ექიმმა საკუთარ სახლში გაჩენილი შავი ობის გამო სროლა მოაწყო დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი11°C
  • ბათუმი17°C
  • ქუთაისი15°C
  • რუსთავი13°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი13°C
  • გორი11°C
  • ახალციხე9°C
  • ოზურგეთი19°C
  • ამბროლაური9°C
  • მესტია7°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 14 ნოემბერი
  • USD2.5934−0.0001
  • EUR2.8649−0.0144
  • GBP3.4287−0.0144
  • TRY0.0515−0.0001
  • 100 RUB3.1540+0.0199
  • AZN1.5258−0.0001
  • 1000 AMD7.1947+0.0097
  • 10 UAH0.5708−0.0002
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ9 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ03:45
ეკა სეფაშვილი

განცხადება · 178 ნახვა

„საქართველოს გეოპოლიტიკური როლი საერთაშორისო გეოპოლიტიკურ რუკაზე კიდევ უფრო იზრდება და ეს ზრდის ქვეყნის უსაფრთხოებას“

„საქართველოს უსაფრთხოებით და მშვიდობით, არა მარტო ქვეყნის, არამედ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებითა და სტაბილურობით დაინტერესებული იქნება როგორც საქართველო, ასევე ის ქვეყნები, რომლებიც ისარგებლებენ ამ მეტად საინტერესო სატრანსპორტო დერეფნით“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, სადაც განიხილებოდა „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი – საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი)“ რატიფიცირების საკითხი.

ეკა სეფაშვილმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს, ჰკითხა, თუ რა წინასწარი გათვლები აქვს სამინისტროს გაკეთებული იმ პროექტის ეფექტიანობის კუთხით, რომლის გამოც საქართველოს მთავრობა 25-წლიან სასესხო ვალდებულებას იღებს.

„დღევანდელი რეალობა ცხადყოფს, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური როლი საერთაშორისო გეოპოლიტიკურ რუკაზე კიდევ უფრო იზრდება და ეს ზრდის ქვეყნის უსაფრთხოებას. საქართველოს უსაფრთხოებით და მშვიდობით, არა მარტო ქვეყნის, არამედ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებითა და სტაბილურობით დაინტერესებული იქნება როგორც საქართველო, ასევე ის ქვეყნები, რომლებიც ისარგებლებენ ამ მეტად საინტერესო სატრანსპორტო დერეფნით, რომელიც მნიშვნელოვანია მსოფლიო ეკონომიკის განვითარებისათვის. ჩვენ ვხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში ახალი ეკონომიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად და ეკონომიკური რესურსების გადანაწილებისთვის. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომ ეს არის სესხი, რომლის გადახდაც ქვეყანას 25 წლის განმავლობაში ეტაპობრივად მოუწევს, თუმცა შესრულების ვადები გაცილებით ნაკლებია როგორც რკინიგზის, ასევე გზების მიმართულებით და ის გაცილებით ადრე დასრულდება. ეს რთული ინფრასტრუქტურული პროექტებია და, თავისთავად ცხადია, რომ ეს პროექტები და კაპიტალდაბანდებები, საბოლოო ჯამში, გამოიწვევს არა მხოლოდ რკინიგზისა და გზების განვითარებას, არამედ მულტიპლიკაციური ეფექტის საშუალებით მთლიანად ეკონომიკაზე აისახება, რაც კიდევ უფრო გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლებს.

ეს, თავისთავად, გულისხმობს მეტ სოციალურ გარანტიებს, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და, ზოგადად, ქვეყნის განვითარებას. თუ გაქვთ ინფორმაცია, როგორ აისახება ეს პროექტები საქართველოს მომავალ განვითარებაზე, იმ ეკონომიკურ ჯაჭვზე, რომელზეც ეს პროექტები გავლენას მოახდენენ ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ექსპორტზე, იმპორტზე, სხვა მონათესავე, იგივე ჯანდაცვის, განათლების, ტურიზმისა და ა.შ. დარგების განვითარებაზე? მე დარწმუნებული ვარ, ასეთი მსხვილი ეკონომიკური პროექტები დადებითად აისახება განვითარებაზე და სამინისტროში, თუ გაქვთ რაიმე გათვლა ამასთან დაკავშირებით გაკეთებული“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა. გიორგი კაკაურიძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ კეთდება გათვლები იმასთან დაკავშირებით, თუ რა განხორციელდება სახელმწიფო ინვესტიციების ფარგლებში და რა ეფექტის მომტანი იქნება პროექტი. მისი თქმით, პროექტი რკინიგზაზე ახალი ინფრასტრუქტურის განხორციელებას არ ითვალისწინებს და ეს არის ჩანაცვლების პროექტი. გზების შემთხვევაში კი, მისი თქმით, მოსალოდნელია გაცილებით დიდი ეფექტი.

ეკა სეფაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ეკა სეფაშვილი„საქართველოში არ და ვერ მოხერხდება ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიზირება - სწორედ ამას უზრუნველყოფს ქართველი ხალხი და მათ მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელსაც ჰყოფნის გონიერება და საქართველოს ინტერესებს დღემდე წარმატებით იცავს“
  2. ეკა სეფაშვილი„ევრობიუროკრატებმა დიალოგის სივრცე თავად ჩაკეტეს, რადგან ოფიციალურ დონეზე საქართველოს მიერ გაჟღერებული სწორი, სამართლიანი არგუმენტების მოსმენა არ სურთ, თორემ ევროინტეგრაციის პროცესი, რომ მიმდინარეობს საქართველოში, ეს გადასარევად იციან და მათი არაერთი კვლევა მოწმობს ამას“
  3. ეკა სეფაშვილი„ევროკავშირის ამჟამინდელ ბიუროკრატიას, ევროკომისიის სახით, სურს საქართველო მორჩილი ვასალის როლში იხილოს“
  4. ეკა სეფაშვილი„მიზეზები, რომლებიც ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია მოყვანილი, მხოლოდ მოგონილი საბაბია, რათა თითის დასაქნევი მიზეზი არსებობდეს - აბა, ტყუილუბრალოდ, არგუმენტების გარეშე ვერ იტყვიან, რას ერჩიან საქართველოს და ქართულ ხელისუფლებას“