პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილის ცოლის ძმის ცილისწამებას პასუხობს: სააკაშვილის დროს აპოლიტიკური თანამდებობა მეკავა და მის პოლიტიკურ პარტიასთან არასდროს მქონია საქმე. პრეზიდენტის სურათი კი ყველა ელჩის კაბინეყში ეკიდა და ამ სურათს ელჩები არ კიდებდნენ

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი ალექსანდრე თამაზაშვილის ფეისბუქ პოსტს ეხმიანება და განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას ეჭირა აპოლიტიკური თანამდებობა და არ ყოფილა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში.

„ჯერ ერთი, მე არსად არ გავრბივარ სადაც მიკროფონია, პრესსამსახური გეგმავს დროს და ადგილს კომენტარისთვის. შემდეგ, არც პირველი პრეზიდენტი დამიმხია, მთელი ედეპეს ხელმძღვანელობა ციხეში იჯდა, როდესაც მისივე პრემიერმა და მისივე გვარდიის ხელმძღვანელმა შეიარაღებული ამბოხი წამოიწყეს, ესეც ტყუილია. შემდეგ, საკონსტიტუციო კომისიის იმდროინდელი შემადგენლობა წაიკითხე და თუ ვინმეს ჭკუა მოეკითხებოდა ამ საქმეში იმათ უდიდეს უმრავლესობას იქ აღმოაჩენ, აქაც ტყუის, რომ მე დავწერე პროექტი მარტომ. შემდეგ, სააკაშვილის დროს მეკავა აპოლიტიკური თანამდებობა და მის პოლიტიკურ პარტიასთან არასდროს მქონია საქმე. პრეზიდენტის სურათი კი ყველა ელჩის კაბინეყში ეკიდა და ამ სურათს ელჩები არ კიდებდნენ, აქაც ტყუილზე აგებ ყველაფერს. დაბოლოს, მე არა ვარ ის პერსონა, ვისაც მან პრობლლემები შეუქმნა პირველ რიგში თავისი საქციელით და ესეც კარგად იცით ალბათ, ვისაც შეუქმნა. ახლაც კარგად იცით, რომ ამ გუნდს ერჩით და არა მე პერსონალურად და არც პრემიერს ერჩით მხოლოდ. მე პიროვნულად არაფერი მქონდა მასთან დასაპირისპირებლად, თქვენ ხდით პიროვნულს. კი ბატონო, თუ ასე გინდათ, იყოს. დანარჩენი, ბრმა არავინ არის და არც ყრუ, იცის ხალხმა ვის რა აღმოუჩინეს, რას აკეთებდა და როგორ. მე აღარ გავაგრძელებ, თუ ისევ არ დაიწყებთ უსაფუძვლო გაღმა შედავებას.“- წერს შარმანაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.