Uncategorized

იაპონიის წარმომადგენელთა პალატის წევრი: საქართველო საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულია, როგორც ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს მქონე ქვეყანა. მნიშვნელოვანია, გაიზარდოს როგორც იაპონური ინვესტიციები საქართველოში, ისე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა

იაპონიის წარმომადგენელთა პალატის წევრმა და იაპონია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, იჩირო აისავამ ქართულ მხარესთან გამართული შეხვედრა შეაფასა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე, რომელიც ურთიერთნდობასა და პატივისცემას დაეფუძნა, მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური კავშირების ახალ ეტაპზე გადაყვანის მზაობა გამოთქვეს.

მანვე ხაზი გაუსვა იაპონია-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის როლს და აღნიშნა, რომ ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოში იაპონიის ყოფილი ელჩი, ბატონი უეჰარა.

“დღეს შესაძლებლობა მქონდა, ვრცლად და საფუძვლიანად მესაუბრა ბატონ მეზურნიშვილთან, რომელიც იაპონიას უკვე მესამედ ეწვია.
ურთიერთნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაყრდნობით შევთანხმდით, რომ ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ დონეზე უნდა ავიყვანოთ. მნიშვნელოვანია, გაიზარდოს როგორც იაპონური ინვესტიციები საქართველოში, ისე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა.
ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს იაპონია-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაც, რომლის საქმიანობაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს იაპონიის ყოფილი ელჩი საქართველოში, ბატონი უეჰარა.
ასევე, კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ საქართველო მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის მხრივ მეშვიდე ადგილზეა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულია, როგორც ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს მქონე ქვეყანა.
ძალიან კარგი და შინაარსიანი საუბარი გვქონდა. ამისთვის გულწრფელად მადლობელი ვარ.“- განაცხადა იჩირო აისავამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.