პოლიტიკა

ლევან სანიკიძე: დღევანდელი მდგომარეობით პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში ნაკლებად ვარ ჩართული. დროებითი პაუზის აღება, ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო

წინა პერიოდთან შედარებით, მე პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში მაინც უფრო ნაკლებად ვარ ჩართული დღევანდელი მდგომარეობით- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ გადაცემაში „ფორმულას დღე“ განაცხადა.

„ჩვენ ბოლო ყრილობაზე გამოვაცხადეთ ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი. ეს ექვსი თვე, მგონია, რომ ათვისებული იქნება ალბათ სრულად იმისთვის, რომ პარტია მოემზადოს ძირეული ცვლილებებისთვის. მე მგონია, რომ ამ თვალსაზრისით ახლა, წინა პერიოდთან შედარებით, მე პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში მაინც უფრო ნაკლებად ვარ ჩართული დღევანდელი მდგომარეობით. მაგრამ, რა თქმა უნდა, ახლა აქტიურად ვიგებ იმ მნიშვნელოვან ცნობებს და მნიშვნელოვან გენერალურ გადაწყვეტილებებშიც მაქვს ჩემი ხმა, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ რეფორმების გატარებასთან.“- აღნიშნავს სანიკიძე.

წამყვანის კითხვაზე, თუ რასთან არის დაკავშირებული ის ფაქტი, რომ ყოველდღიურ პროცესებში ჩართული არ არის, სანიკიძემ მიუგო, რომ ეს ყველაფერი გამიჯვნასთან არ არის დაკავშირებული. მანვე აღნიშნა, რომ დროებითი პაუზის აღება, მისთვისაც მნიშვნელოვანი იყო.

„ეს პროცესისგან გამიჯვნასთან ნამდვილად არ არის დაკავშირებული. უბრალოდ, ის მოვალეობა, რომელიც მე მქონდა დაკისრებული თავმჯდომარის პირველი მოადგილის სახით წელიწადი და ექვსი თვე, მიმაჩნია, რომ იყო საკმარისად დატვირთული ამ თვალსაზრისით. და მგონია, რომ ის ბორდი, რომელიც დღეს ახორციელებს პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტს, ბევრად უფრო მობილურად გააკეთებს ამ საქმეს და ჯერჯერობით მიმაჩნია და ესე ვუყურებ ყოველ შემთხვევაში და ნამდვილად გულწრფელი ვარ, რომ რაღაცა ყოველდღიური მენეჯმენტისგან დროებითი პაუზის აღება, მგონია, რომ ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რომ რაღაც ცოტა დისტანციაზეც დამენახა…“- განაცხადა სანიკიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.