განცხადება · 151 ნახვა
„კოლექტიურ ლევან ბერძენიშვილებს უცებ ერეკლე მეფე შეუყვარდათ. როდესაც ისტორიულ პიროვნებას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებ, ეს პატრიოტიზმი კი არა, მანიპულაციაა“
„ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი ოპოზიციისა და კონკრეტული პირების მისამართით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. მისი თქმით, ისტორიული ფიგურების საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება მანიპულაციაა.
კოჭლოშვილის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებიც ადრე ერეკლე მეფის ძეგლის დადგმას აკრიტიკებდნენ, დღეს მისი სახელით მორალს უკითხავენ ადამიანებს.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„კოლექტიურ ლევან ბერძენიშვილებს უცებ ერეკლე მეფე შეუყვარდათ!
გუშინ ერეკლე მეფის ძეგლის დადგმას აკრიტიკებდნენ, დღეს კი მისი სახელით მორალს გვიკითხავენ.
საოცარი პოლიტიკური მეხსიერება აქვთ – რაც გუშინ მიუღებელი იყო, დღეს საჭირო პოლიტიკურ გზავნილად იქცა.
მე ბერძენიშვილსა და მის „და-ძმებს“ პასუხი არაერთხელ გავეცი პირდაპირ ეთერებში. პასუხად კი ჩემი ოჯახის მიმართ შეურაცხყოფისა და წყევლის მოსმენაც მომიწია. ამიტომ ახლა ჩემთვის გრძნობებსა და მორალზე ლექციების კითხვას ნუ დაიწყებენ.
განსაკუთრებით სასაცილოა, როცა „კასტილიას“ ეძახის სხვას ადამიანი, რომლის პოლიტიკური გარემოცვის სახეც სწორედ იმავე სტილის პოლიტიკაა.
და ახლა ყველაზე მთავარი:
ერეკლე მეფე პოლიტიკური მანიპულაციის ინსტრუმენტი არ არის.
თუ ვინმეს დღეს მართლა შეუყვარდა ერეკლე მეფე, ამის დამტკიცება ძალიან მარტივად შეუძლია – დაიწყოს იმ ადამიანების დაგმობით, რომლებიც წლების განმავლობაში ერეკლე მეფის სახელისა და მემკვიდრეობის მიმართ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას ავლენდნენ.
რაც შეეხება ლევან ჯობავა ბერძენიშვილისას – ერეკლე მეფისადმი სიყვარულის დამტკიცება შენი გარემოცვის დაგმობით შეგეძლო დაგეწყო.
მაგრამ, როგორც ჩანს, მაშინ ასეთი დავალება არ გქონდა.
და ბოლოს, პირდაპირ გეტყვით:
როდესაც ისტორიულ პიროვნებას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებ, ეს პატრიოტიზმი კი არა, პოლიტიკური მეძავობა და მანიპულაციაა.
ერეკლე მეფე ყველას ეკუთვნის, ვისაც საქართველოს ისტორია უყვარს – მაგრამ არავის ეკუთვნის მისი სახელით პოლიტიკური მანიპულაციის უფლება.“- წერს ლევან კოჭლოშვილი.
ლევან კოჭლოშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ლევან კოჭლოშვილი„პეტრე ცაავასა და დოროთე ყურაშვილის სულიერი შვილები, მიზანმიმართულად ცდილობენ განხეთქილების შეტანას ქართულ ეკლესიაში. მათი ქმედებები არ ემსახურება არც სარწმუნოებას და არც საზოგადოების გაერთიანებას – ეს არის დარტყმა ეროვნულ ერთობაზე და ფასეულობებზე, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში გადაარჩინა საქართველო“
- ლევან კოჭლოშვილი„საქართველოს პრეზიდენტის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ღრმა პოლიტიკური და ღირებულებითი თანხვედრა, საქართველო და აშშ საუბრობენ საერთო ენაზე“
- ლევან კოჭლოშვილი„დემოკრატია ორმაგი სტანდარტებით ვერ იარსებებს, დემოკრატიული ღირებულებები მხოლოდ განცხადებებით არ იზომება – ისინი კონკრეტული ქმედებებით უნდა დადასტურდეს“
- ლევან კოჭლოშვილი„ეს რადიკალების და მათი მოკავშირე NGO-ების მხრიდან კიდევ ერთი საცირკო სანახაობა, ხელოვნურად დადგმული პროცესის გაგრძელებაა, რომლის მიზანიც საქართველოს დისკრედიტაცია და უცხო პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებაა“
