ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ არჩილ გორდულაძე„როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და პირდაპირ წამების თანაამსრულებელია, მისი მიერ გაკეთებული განცხადება ვერანაირად ვერ იქნება დანაშაულის ინდულგენცია მის მიმართ. იგივე არის პარტიების შემთხვევაშიც“ დღეს 27 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი12°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი12°C
  • თელავი6°C
  • გორი8°C
  • ახალციხე6°C
  • ოზურგეთი13°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია−3°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 11 ნოემბერი
  • USD2.5936−0.0007
  • EUR2.9111+0.0070
  • GBP3.4835+0.0014
  • TRY0.0516−0.0001
  • 100 RUB3.1308−0.0176
  • AZN1.5256−0.0005
  • 1000 AMD7.1949+0.0085
  • 10 UAH0.5694−0.0013
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ18 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ21:20
ზურაბ ქადაგიძე

განცხადება · 117 ნახვა

„გახარიას პარტიის აკრძალვის საფუძველი არსებობს, რადგან მისი ლიდერი სხვა ქვეყანაშია და შესაძლოა, უცხო ძალებმა ის საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ“

„ნაციონალური მოძრაობა“, ერთიანად თუ ინდივიდუალური სახით, არის ისტორიის ის ბნელი ფურცელი, რომელიც უნდა გადაიშალოს და დავიწყებას მიეცეს. ამავდროულად, იყოს მაგალითი იმისა, თუ როგორი არ შეიძლება იყოს ხელისუფალი და როგორი ხელისუფლება არ უნდა აირჩიოს ხალხმა“, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ მედიასთან საუბრისას.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო შეტანილ სარჩელს პარტიების აკრძალვის შესახებ, კანონით გათვალისწინებულ ვადაში განიხილავს და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, რათა ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს ისეთი ჭირისგან, როგორიც „კოლექტიური ნაცმოძრაობაა“.

„ნაცმოძრაობა“ არა მხოლოდ სააკაშვილის ზონდერჯგუფები, მოძალადე ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები და ელიტური მაქინაციური ეკონომიკის შემქმნელები, არამედ გარე დაკვეთებზე მორგებული, მითითებების ნებით შემსრულებელი მარიონეტები არიან. ეს არის ინტერვენციაში მონაწილე პოლიტიკური ძალა, რომელსაც დამკვეთი საზღვრებს გარეთ ჰყავს. ამ პარტიას არანაირი კვეთა ან ბუნებრივი თუ დრამატურგიული ბმა არ აქვს ადგილობრივ ამომრჩეველთან, შესაბამისად, არც ეროვნულ ინტერესებთან აქვს შეხება, ამიტომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, როგორც მეხუთე კოლონა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა აიკრძალოს. იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და საზოგადოება ერთხელ და სამუდამოდ დაისვენებს ამ წარმონაქმნისგან, რომელიც მინიმუმ 20 წელია წამლავს ქართულ საზოგადოებას”- განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

კითხვაზე, თუ რატომ ჩაემატა გახარიას პარტია იმ პოლიტიკური პარტიების სიას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს, ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ამის საფუძველი თავად პარტიის ლიდერია.

“ბუნებრივია, გახარიას პარტია საკონსტიტუციო სარჩელში რადიკალური პარტიების ჩამონათვალს დაემატებოდა. შეგახსენებთ, რომ ამ პარტიის დამფუძნებელი და ლიდერი გიორგი გახარია სხვა ქვეყანაშია გაქცეული, შესაბამისად, სხვა ქვეყნის პოლიტიკური ჯგუფები მარტივად შეძლებენ მასზე გავლენის მოხდენას და საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას. უცხო ქვეყნის ძალები გახარიაზე მოახდენენ მანიპულაციას, ამ გზით კი გახარია საკუთარ პარტიას საქართველოში უცხო ძალების ინტერესებს გაატარებინებს და მათ მიერ დავალებულ კონკრეტულ საქმეს გააკეთებინებს. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. სწორედ ამიტომ არსებობს ლეგიტიმური საფუძველი იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ამ კონკრეტული პარტიის აკრძალვაზეც იმსჯელოს,”-განაცხადა ზურაბ ქადაგიდემ.

ზურაბ ქადაგიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ზურაბ ქადაგიძე„როდესაც დაკავშირებადობაზე და შუა დერეფანზე ვსაუბრობთ, ამ დროს სასაზღვრო ზოლზე ამორტიზებული გზების არსებობა მიუღებელია და საერთაშორისო პრესტიჟის საკითხიცაა. გათვალისწინებულია თუ არა ბიუჯეტში გზის სარემონტო სამუშაოებისთვის თანხა?“
  2. ზურაბ ქადაგიძე„როდესაც ქვეყანას გააჩნია მზარდი ეკონომიკური რესურსი, დაუშვებელია დაზოგვა ვეტერანებზე, ბავშვებსა და მომავალ ექიმებზე - ეს სამი საკითხი წარმოადგენს „ხალხის ძალის“ პრინციპულ მოთხოვნას და იმედი გვაქვს, ეს მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება!“
  3. ზურაბ ქადაგიძე„როდესაც ოთხი წლის განმავლობაში საერთაშორისო დონის რამდენიმე კილომეტრის მოწესრიგება ვერ ხერხდება, საზოგადოებაში სრულიად ლეგიტიმურად ჩნდება გონივრული ეჭვი - ხომ არ აქვს ადგილი სერიოზულ უპასუხისმგებლობას შესაბამისი უწყებების მხრიდან“
  4. ზურაბ ქადაგიძე„5 რადიკალური ოპოზიციური პარტიის აკრძალვის პროცესი უნდა დამთავრდეს და, შესაბამისად, ბუნებრივად გაიწმინდება პოლიტიკური ველი – შემდეგ კი, აუცილებლად გამოჩნდებიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხელისუფლებას ღირსეულ ოპონირებას გაუწევენ“