ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ვაშინგტონში ექიმმა საკუთარ სახლში გაჩენილი შავი ობის გამო სროლა მოაწყო დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი11°C
  • ბათუმი17°C
  • ქუთაისი15°C
  • რუსთავი13°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი13°C
  • გორი11°C
  • ახალციხე9°C
  • ოზურგეთი19°C
  • ამბროლაური9°C
  • მესტია7°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 14 ნოემბერი
  • USD2.5934−0.0001
  • EUR2.8649−0.0144
  • GBP3.4287−0.0144
  • TRY0.0515−0.0001
  • 100 RUB3.1540+0.0199
  • AZN1.5258−0.0001
  • 1000 AMD7.1947+0.0097
  • 10 UAH0.5708−0.0002
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ24 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ20:38
თამარ ჩიბურდანიძე

განცხადება · 98 ნახვა

ოპოზიციის აქციებზე

„ოპოზიცია პოლიტიკურად ავადაა, მათი აქციები თვითლიკვიდაციისკენაა მიმართული“

„ოპოზიციამ საკუთარი თავი პერმანენტული აქციებით გამოფიტა და ეჭვი მეპარება, რომ მათ რიგებში დარჩა კადრი, ვინც კარგად იცის პოლიტიკური ტექნოლოგიები“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, პოლიტოლოგმა თამარ ჩიბურდანიძემ.

ჟურნალისტებთან საუბარში მან კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მხრიდან გამართულ პერმანენტულ აქციებზე, რომლის 666-ე დღის აღსანიშნავად დღეს ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთი შეფასება გაკეთდა.

თამარ ჩიბურდანიძე ღრმადაა დარწმუნებული, რომ ოპოზიციის აქციები, პირველ რიგში, მათივე ამომრჩევლის გაღიზიანებას იწვევს, რადგან რადიკალები ხალხს ახალს არაფერს სთავაზობენ. ამ პირობებში კი, როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, პერმანენტული აქციები და ხელოვნური ბარიერები ოპოზიციის თვითლიკვიდაციის ტოლფასია.

„ოპოზიციამ, პირველ რიგში, პერმანენტული აქციებით საკუთარი თავი გამოფიტა და ეჭვი მეპარება, რომ მათ რიგებში დარჩა კადრი, ვინც კარგად იცის პოლიტიკური ტექნოლოგიები. თუკი პოლიტტექნოლოგიას მივყვებით, წესით, ასეთი მომაბეზრებელი აქციები და მასთან ერთად აქციების თემა და პროტესტიც ხუნდება, ძველდება, ხალხს სწყინდება და აუცილებელია სიახლე – ეს პოლიტიკის აქსიომაა. ეს მათ ალბათ არ იციან, ან ავიწყდებათ, ან ვინმეს შეცდომაში შეჰყავთ და შეგნებულად დაუკვეთეს ის, რომ ოპოზიციამ საკუთარი თავი ბოლომდე გაანადგუროს. ერთადერთი, რასაც ამ პერმანენტული აქციებით მიაღწიეს, არის საკუთარ ამომრჩეველში უდიდესი აგრესია. სარეაბილიტაციოდ გადაკეტილი რუსთაველის პირობებში, აქციებს მართავენ ორბელიანზე, შემდეგ გადაადგილდებიან ფეხით და დამატებით სირთულეებს უქმნიან ავტომობილებისა და ქვეითების გადაადგილებას. აქ გასაგებია მათი ამომრჩევლების აგრესიაც. ეს ავადმყოფური ქმედებაა, დაავადებაა და თუკი ვინმემ იცის პოლიტტექნოლოგიები და ხვდება, საითკენ მიდის ეს გზა, მან უნდა ურჩიოს მომიტინგეებს, სწრაფად შეწყვიტონ აქციები, რადგან ეს არის თვითლიკვიდაციის და თვითგანადგურების ტოლფასი. ისინი ამომრჩეველს ახალს ვერაფერს სთავაზობენ, ელექტორატს ანადგურებენ და ნელ-ნელა ხმებს კარგავენ“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

თამარ ჩიბურდანიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. თამარ ჩიბურდანიძე„ის, რაც გუშინ, Euronews-ის ღონისძიებაზე ვიხილეთ იყო შოუ - ირაკლი კობახიძე იყო სამიზნე, რომელზეც შტურმი ხორციელდებოდა, მაგრამ, პრემიერის მისი პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე, ევრობიუროკრატებმა მათთვის სასურველი შედეგის ნაცვლად, უკუშედეგი მიიღეს“
  2. თამარ ჩიბურდანიძე„დღეს ევროპა მიგრანტების ტყვეობაშია, ხოლო მათი ქმედებები ისტორიულ შურისძიებას უფრო ჰგავს — მიგრანტები წვავენ ყველაფერს, რაც მათ არ შეუქმნიათ და რაც ღირებულია ევროპისთვის“
  3. თამარ ჩიბურდანიძე„პრემიერის გადაწყვეტილება საპენსიო ზრდაზე არის გაბედული და დასაფასებელი, რადგან საპენსიო ასაკში შევიდა გასული საუკუნის 60-იანელების პიკური შობადობის თაობა“
  4. თამარ ჩიბურდანიძე„ევროპას ევრობიუროკრატია ჩუმი სიკვდილით კლავს – შეიძლება საზოგადოებრივი დაპირისპირება ახალ ისტორიულ ტრაგედიად გადაიქცეს“