ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი4°C
  • ბათუმი7°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი7°C
  • ზუგდიდი5°C
  • თელავი4°C
  • გორი4°C
  • ახალციხე2°C
  • ოზურგეთი6°C
  • ამბროლაური2°C
  • მესტია−5°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ამბავიპოლიტიკა179 ნახვა

პოლიტიკური პარტია „ალდე“ ევროკავშირის ლიდერებს, კაია კალასს და მარტა კოსს საქართველოს მთავრობის წევრების სანქცირებას სთხოვს – მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაციების ქვეყნიდან გასვლაა

პოლიტიკური პარტია „ალდე“ ევროკავშირის ლიდერებს, კაია კალასს და მარტა კოსს საქართველოს მთავრობის წევრების სანქცირებას სთხოვს – მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაციების ქვეყნიდან გასვლაა

„ალდეს“ პარტიის პრეზიდენტი სვენია ჰანი და „ევროპული ლიბერალური ფორუმის“ პრეზიდენტი იან-კრისტოფ ოტიენი ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდებენ.

ისინი ოფიციალური განცხადებით მიმართავენ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, მარტა კოსს და საქართველოს მთავრობის წევრების სანქცირებას მოითხოვენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზნობრივი სანქციები დაუყონებლივ უნდა ამოქმედდეს. მიზეზად არასამთავრობო ორგანიზაციების ქვეყნიდან გასვლას ასახელებენ. კერძოდ, ALDE-ს განცხადებით, საქართველოში გერმანული „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის“ ოფისის დახურვა დამოუკიდებელ ხმებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ხელისუფლების ზეწოლის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა.

ისინი მოუწოდებენ ევროკავშირს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები და თვალი არ დახუჭოს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. შეგახსენებთ, კაია კალასი და მარტა კოსი ამავე ალიანსის ლიდერები არიან.