განცხადება · 167 ნახვა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების აღიარებაზე
„დადასტურდა, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა, ძალადობა და კონსტიტუციური წყობილების შეცვლის მცდელობა დაუსჯელი არასდროს დარჩება“
მნიშვნელოვანი და ლოგიკური ნაბიჯია ის, რომ ირაკლი ჩხვირკია, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე მზად არიან, ან უკვე მიმართეს კიდეც პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით, რათა აღიარონ და მოინანიონ ჩადენილი დანაშაული, – წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, დანაშაულის აღიარება და მონანიება პირველი ნაბიჯია რეალური ჯანსაღი პროცესისკენ. სადღობელაშვილი იმედს იტოვებს, აღიარების ამ სამართლიან მაგალითს გაიზიარებენ დანარჩენი მსჯავრდებულებიც.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„ამით საბოლოოდ დადასტურდა ის ყველაფერი, რასაც სასამართლო ამბობდა და რაზეც ხელისუფლების პოზიცია თავიდანვე მკაფიო და უცვლელი იყო… სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა, ძალადობა და კონსტიტუციური წყობილების შეცვლის მცდელობა დაუსჯელი არასდროს დარჩება!
არავის აქვს უფლება, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს წინააღმდეგ გაილაშქროს და ქვეყანა არევის რისკის ქვეშ დააყენოს.
დანაშაულის აღიარება და მონანიება პირველი ნაბიჯია რეალური ჯანსაღი პროცესისკენ… რაც ნამდვილად მისასალმებელია.
იმედს ვიტოვებ, რომ აღიარების ამ სამართლიან მაგალითს გაიზიარებენ დანარჩენი მსჯავრდებულებიც! აღიარებენ სიმართლეს და მოინანიებენ იმას, რაც ქვეყნის წინააღმდეგ ჩაიდინეს.
მშვიდობა, კანონის უზენაესობა და სტაბილურობა ჩვენი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია!“- წერს სადღობელაშვილი.
ლადო სადღობელაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ლადო სადღობელაშვილი„მართლაც რთულია ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს უწოდო უღმერთო, თანაც იმის ფონზე რაც მათ ცალკეულად თუ ერთობლივად აქვთ გაკეთებული ჩვენი დედაეკლესიისთვის და სრულიად საქართველოს საპატრიარქოსთვის! ზოგადად მართლმადიდებლობის გასაძლიერებლად საქართველოში“
- ლადო სადღობელაშვილი„დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, ვიმედოვნებ, ეს პროცესი პრაგმატული შედეგების მომტანი იქნება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ეროვნული მიზნის - ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის საქმეში“
- ლადო სადღობელაშვილი„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენაა! თუმცა, განსაკუთრებით ყურადსაღებია ის „კოორდინირებული დუმილი“, რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა, ეკონომიკის ექსპერტებმა, ბიზნესწრეებმა და ოპოზიციურმა მედიამ ამ თემის გარშემო აირჩიეს“
- ლადო სადღობელაშვილი„გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის“
