განცხადება · 99 ნახვა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების აღიარებაზე
„პუჩისტების დღევანდელი აღიარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, ხმაურიანი განცხადებები შეიძლება გარკვეული დროით დომინირებდეს საინფორმაციო სივრცეში, მაგრამ საბოლოოდ სიმართლე მაინც ფაქტებით დგინდება“
ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების აღიარებას და მონანიებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მძიმე ბრალდებების დროს მნიშვნელოვანია, რომ შეფასებები ეფუძნებოდეს რეალურ გარემოებებს და არა წინასწარ შექმნილ პოლიტიკურ ნარატივებს.
ანალიტიკოსის თქმით, პასუხისმგებლიანი პოზიცია ნიშნავს მტკიცებულებების შეფასებას, სამართლებრივი პროცესის პატივისცემას და საბოლოო დასკვნების მხოლოდ ამის შემდეგ გაკეთებას.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„ფაქტია, განსაკუთრებით მძიმე ბრალდებების დროს დაუშვებელია საზოგადოებრივი აზრის მხოლოდ ემოციებით, პოლიტიკური სპეკულაციებითა და წინასწარი განაჩენებით ფორმირება. ასეთ საკითხებში მთავარი უნდა იყოს სამართლებრივი პროცესი.
პუჩისტების დღევანდელი, აღიარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოვლენების შეფასებისას სიფრთხილე და პასუხისმგებლობა. ხმაურიანი განცხადებები შეიძლება გარკვეული დროით დომინირებდეს საინფორმაციო სივრცეში, მაგრამ საბოლოოდ სიმართლე მაინც ფაქტებით დგინდება.
აქედან გამომდინარე, მძიმე ბრალდებების დროს მნიშვნელოვანია, რომ შეფასებები ეფუძნებოდეს რეალურ გარემოებებს და არა წინასწარ შექმნილ პოლიტიკურ ნარატივებს. ემოციური კამპანია შეიძლება დროებით ეფექტიანი იყოს, მაგრამ ფაქტებს ვერ ჩაანაცვლებს.
ასეთი შემთხვევები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ პასუხისმგებლიანი პოზიცია ნიშნავს მტკიცებულებების შეფასებას, სამართლებრივი პროცესის პატივისცემას და საბოლოო დასკვნების მხოლოდ ამის შემდეგ გაკეთებას.“- წერს ნიკოლოზ მეტრეველი.
ნიკოლოზ მეტრეველი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ნიკოლოზ მეტრეველი„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა“
- ნიკოლოზ მეტრეველი„გია ხუხაშვილის პროგნოზების სიზუსტე და მათი პოლიტიკური შედეგები ერთმანეთს მშვენივრად შეეფერება – ზუსტად შესაფერისი მრჩეველია. ბატონო გია, საბედნიეროდ არქივები არ იწვიან“
- ნიკოლოზ მეტრეველი„სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების დარბევა და სხვისი ქონების განადგურება მშვიდობიანი პროტესტი ვერ იქნება. მაგრამ ამავე დროს, ძალის გამოყენების აუცილებლობა და თანაზომიერება ყველგან უნდა შემოწმდეს - პარიზშიც, ბრიუსელშიც და თბილისშიც“
- ნიკოლოზ მეტრეველი„ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“ ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა“
