განცხადება · 82 ნახვა
„მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ რამდენიმე წლით ციხეში ყოფნას სახელმწიფოს ჰუმანური მიდგომის გამოყენება არჩიეს და საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართეს“
პროკურატურას, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელი ნაბიჯია პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან ისაუბრა 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების მიერ დანაშაულის აღიარებაზე და საპროცესო გარიგების მოთხოვნაზე.
მისი თქმით, კარგია, რომ მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ რამდენიმე წლით ციხეში ყოფნას არჩიეს, სახელმწიფოს ჰუმანური მიდგომა გამოეყენებინათ და საპროცესო გარიგებაზე წავიდნენ.
„მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ რამდენიმე წლით ციხეში ყოფნას სახელმწიფოს ჰუმანური მიდგომის გამოყენება არჩიეს და საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართეს პროკურატურას, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელი ნაბიჯია. ვურჩევ, არ დაუჯერონ უცხოელ პატრონებსა და ქვეყნის შიგნით არსებულ აგენტურას, რომლებიც მათ ციხეში დარჩენისკენ მოუწოდებენ, იმისათვის, რომ მათი პატიმრობა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
ეკა სეფაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ეკა სეფაშვილი„საქართველოში არ და ვერ მოხერხდება ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიზირება - სწორედ ამას უზრუნველყოფს ქართველი ხალხი და მათ მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელსაც ჰყოფნის გონიერება და საქართველოს ინტერესებს დღემდე წარმატებით იცავს“
- ეკა სეფაშვილი„ევრობიუროკრატებმა დიალოგის სივრცე თავად ჩაკეტეს, რადგან ოფიციალურ დონეზე საქართველოს მიერ გაჟღერებული სწორი, სამართლიანი არგუმენტების მოსმენა არ სურთ, თორემ ევროინტეგრაციის პროცესი, რომ მიმდინარეობს საქართველოში, ეს გადასარევად იციან და მათი არაერთი კვლევა მოწმობს ამას“
- ეკა სეფაშვილი„ევროკავშირის ამჟამინდელ ბიუროკრატიას, ევროკომისიის სახით, სურს საქართველო მორჩილი ვასალის როლში იხილოს“
- ეკა სეფაშვილი„მიზეზები, რომლებიც ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია მოყვანილი, მხოლოდ მოგონილი საბაბია, რათა თითის დასაქნევი მიზეზი არსებობდეს - აბა, ტყუილუბრალოდ, არგუმენტების გარეშე ვერ იტყვიან, რას ერჩიან საქართველოს და ქართულ ხელისუფლებას“
