განცხადება · 150 ნახვა
„რადიკალების მხრიდან ვხედავთ მგრძნობიარე თემების – ციხეებში სისტემური ძალადობისა და ბავშვების უსაფრთხოების საკითხის აგორების მცდელობას და დარწმუნებული ვარ, ეს გარედან მართული პროცესია“
„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე პატიმართა სისტემური წამების შესახებ რადიკალების მიერ აგორებულ დეზინფორმაციას გარედან მართულ პროცესს უწოდებს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკური პროცესებისთვის ტემპერატურის აწევის მცდელობას. ზურაბ ქადაგიძის თქმით, რადიკალური მუხტის შენარჩუნებისათვის ბოლო დროს აქტიურად გამოიყენება ორი მგრძნობიარე თემა – პატიმრების ღირსებისა და ბავშვების უსაფრთხოების საკითხები.
„თუ დავაკვირდებით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ამ პროცესებში რადიკალიზაციისა და ტემპერატურის აწევის მცდელობას გარკვეული ძალების მხრიდან, ვნახავთ ორ მკაფიოდ გამოკვეთილ თემას – ერთი ბავშვების და მეორე მსჯავრდადებულების თემა. თუ დავაკვირდებით ამ ქრონოლოგიას – როგორ ენაცვლება ერთი მეორეს პენიტენციურ სისტემასა და სკოლებსა და ბაღებში სხვადასხვა საკითხის აგორების მცდელობა (მაგალითად მსჯავრდადებულის მოწამვლის ფაქტი და შემდეგ მსგავსი შემთხვევების გაბუქება ან რომელიმე კომპანიის დანაშაულის გამოვლენა და შემდეგ ბაღებსა და სკოლებში ამ საკითხის დეზინფორმაციულად აგორება და პოლიტიზება), მაქვს განცდა, რომ ხდება ამ თემების რადიკალების მხრიდან გამოყენება. ერთი არის ძალადობა დახურულ სივრცეში და მეორე, ძალადობა ბავშვებში, რომ რამენაირად საზოგადოებაში მოახდინონ ორი მიმართულებით მგრძნობიარე საკითხზე ზემოქმედება, რაც გამოიწვევს ტემპერატურის მომატებას. აქედან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, ეს არის გარედან მართული პროცესი, რომლის სცენარსაც რადიკალები მიჰყვებიან,“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
ზურაბ ქადაგიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ზურაბ ქადაგიძე„მიჩნდება კითხვები საქართველოში აკრედიტებული ელჩების მიმართ - როდესაც ამბობენ, რომ გმობენ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას, მაგრამ, ამავდროულად, მათივე ქვეყნების ფონდებიდან წამოსული თანხებით ფინანსდება ისეთი ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ, ღიად მკვლელობის მცდელობის რომანტიზებას უწყობს ხელს“
- ზურაბ ქადაგიძე„როდესაც დაკავშირებადობაზე და შუა დერეფანზე ვსაუბრობთ, ამ დროს სასაზღვრო ზოლზე ამორტიზებული გზების არსებობა მიუღებელია და საერთაშორისო პრესტიჟის საკითხიცაა. გათვალისწინებულია თუ არა ბიუჯეტში გზის სარემონტო სამუშაოებისთვის თანხა?“
- ზურაბ ქადაგიძე„როდესაც ქვეყანას გააჩნია მზარდი ეკონომიკური რესურსი, დაუშვებელია დაზოგვა ვეტერანებზე, ბავშვებსა და მომავალ ექიმებზე - ეს სამი საკითხი წარმოადგენს „ხალხის ძალის“ პრინციპულ მოთხოვნას და იმედი გვაქვს, ეს მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება!“
- ზურაბ ქადაგიძე„როდესაც ოთხი წლის განმავლობაში საერთაშორისო დონის რამდენიმე კილომეტრის მოწესრიგება ვერ ხერხდება, საზოგადოებაში სრულიად ლეგიტიმურად ჩნდება გონივრული ეჭვი - ხომ არ აქვს ადგილი სერიოზულ უპასუხისმგებლობას შესაბამისი უწყებების მხრიდან“
