ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ შაკო ჩაჩანიძე„სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გვერდმა თარიღის მითითების გარეშე გამოაქვეყნა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო, რათა ხალხი შეცდომაში შეეყვანათ, სინამდვილეში, ეს მშიშარა და ფარისეველი თორნიკე რაზმაძის ჯიბის გვერდია - აქ იდება ყველაფერი, რის თქმასაც პირად პროფილზე ვერ ბედავს“ დღეს 13 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი7°C
  • გორი7°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია0°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ7 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ16:25
ზურაბ ქადაგიძე

განცხადება · 85 ნახვა

„რატომ გავიდნენ ეს გერმანული ფონდები ქართული სივრციდან? იმიტომ ხომ არა, რომ ირიბად დაკავშირებული იყვნენ ე.წ. რადიკალიზმთან და პოლიტიკურ აქტივიზმთან?“

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე გერმანული ოთხი ფონდის (კონრად ადენაუერის ფონდი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი) წასვლასთან დაკავშირებით საქართველოში გერმანიის ელჩის, ბარბარა ფოსის კომენტარს მედიასთან აფასებს.

დეპუტატის თქმით, თუკი ისინი კანონს დაიცავდნენ და მათ მიერ დახარჯული თანხის რაოდენობაცა და მიზნობრიობაც გამჭვირვალე, კანონთან შესაბამისობაში იქნებოდა, პრობლემა არ შეექმნებოდათ და სახელმწიფოსგანაც დიდი მხარდაჭერა ექნებოდათ.

„საქართველოში იმუშავა კანონის უზენაესობამ და ეროვნულმა ინტერესებმა. ამაში იგულისხმება ის, რომ თუკი ეს ფონდები სახელმწიფოს მიმართავდნენ, აუხსნიდნენ და დაუსაბუთებდნენ, რა მასშტაბით აპირებდნენ ამა თუ იმ აქტივობის დაფინანსებას და მიზნობრიობასაც დაასაბუთებდნენ, მაშინ ხელი არაფერში შეეშლებოდათ – ისევე, როგორც აქამდე არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ. ვსვამ კითხვას: რატომ გავიდნენ ეს ფონდები ქართული სივრციდან? იმიტომ ხომ არა, რომ გარკვეულწილად, ირიბად დაკავშირებული იყვნენ ე.წ. რადიკალიზმთან და პოლიტიკურ აქტივიზმთან? აქ იმუშავა იმან, რომ ვერცერთი ფონდი – საერთაშორისო იქნება ეს თუ ადგილობრივი, ქართულ კანონმდებლობას თავს ვერ აარიდებს. ამიტომ, უხერხული სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, თვითონვე დატოვეს ქვეყანა. მათ თუ სურდათ საქართველოში ოპერირება, ამის დალაგება უპრობლემოდ შეეძლოთ. გერმანიის ელჩი თუ თვლის, რომ ეს ოთხი ფონდია ქართულ-გერმანული ურთიერთობები, მის კომპეტენციაში ეჭვი მეპარება. თუ ასე მიიჩნევს, მას შეეძლო დაერწმუნებინა ამ ოთხი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ეთანამშრომლათ ხელისუფლებასთან, დაეცვათ კანონი და აუცილებლად მიიღებდნენ ძლიერ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისგან. თუმცა, ასეთი საქციელიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ, სამწუხაროდ, ეს ოთხივე ფონდი პოლიტიკურ აქტივიზმთან იყო დაკავშირებული“, – აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.

ზურაბ ქადაგიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ზურაბ ქადაგიძე„მიჩნდება კითხვები საქართველოში აკრედიტებული ელჩების მიმართ - როდესაც ამბობენ, რომ გმობენ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას, მაგრამ, ამავდროულად, მათივე ქვეყნების ფონდებიდან წამოსული თანხებით ფინანსდება ისეთი ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ, ღიად მკვლელობის მცდელობის რომანტიზებას უწყობს ხელს“
  2. ზურაბ ქადაგიძე„როდესაც დაკავშირებადობაზე და შუა დერეფანზე ვსაუბრობთ, ამ დროს სასაზღვრო ზოლზე ამორტიზებული გზების არსებობა მიუღებელია და საერთაშორისო პრესტიჟის საკითხიცაა. გათვალისწინებულია თუ არა ბიუჯეტში გზის სარემონტო სამუშაოებისთვის თანხა?“
  3. ზურაბ ქადაგიძე„როდესაც ქვეყანას გააჩნია მზარდი ეკონომიკური რესურსი, დაუშვებელია დაზოგვა ვეტერანებზე, ბავშვებსა და მომავალ ექიმებზე - ეს სამი საკითხი წარმოადგენს „ხალხის ძალის“ პრინციპულ მოთხოვნას და იმედი გვაქვს, ეს მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება!“
  4. ზურაბ ქადაგიძე„როდესაც ოთხი წლის განმავლობაში საერთაშორისო დონის რამდენიმე კილომეტრის მოწესრიგება ვერ ხერხდება, საზოგადოებაში სრულიად ლეგიტიმურად ჩნდება გონივრული ეჭვი - ხომ არ აქვს ადგილი სერიოზულ უპასუხისმგებლობას შესაბამისი უწყებების მხრიდან“