განცხადება · 156 ნახვა
„საქართველოს არასოდეს დაუხურავს სივრცე დიალოგისთვის. თუ ჩვენ გვჯერა დემოკრატიის, დიალოგი არის მნიშვნელოვანი, და ასევე მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობის შენარჩუნება და ორმაგი სტანდარტების თავიდან აცილება – ეს არის ის გზა, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას და უსაფრთხოებას“
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც ორგანიზაციის წარმომადგენლებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა დიალოგის მნიშვნელობაზე, საერთაშორისო შეფასებებსა და 2024 წლის არჩევნების ირგვლივ გაჟღერებულ განცხადებებზე.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„მადლობა, ლუის გრასა, თქვენი სიტყვისა და ყურადღებისთვის იმ საკითხებისადმი, რომლებიც ეხება საქართველოს და ყველაზე მეტად პრობლემატურია ქართველი ხალხისთვის. ვგულისხმობ იმის აღნიშვნასა და ხაზგასმას, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარებას საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში.
მართლაც, იზოლაცია არ არის პრობლემიდან გამოსავალი და საქართველოს არასოდეს დაუხურავს სივრცე დიალოგისთვის. როდესაც ჩვენ ვზომავთ დემოკრატიის დონეს ან დემოკრატიზაციის პროცესს სხვადასხვა კრიტერიუმების გამოყენებით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები პოზიტიურად და პროგრესულად აფასებენ საქართველოს. ამრიგად, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ ნეგატიური თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას, იმ ფაქტს, რომ ზოგიერთ ადამიანს არ სჯერა არჩევნების შედეგების და ახსენებენ პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს [ political detention] – ეს მიუღებელია საქართველოსთვის. მე მჯერა, რომ ასეთი აღქმები და დამოკიდებულებები [საუბარია აღქმებზე პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსა და სხვა ნეგატიურ შეფასებებზე რიგი პოლიტიკოსების მხრიდან] ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში არსებობს. უფრო მეტიც, არსებობს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიტიური დასკვნა საქართველოში 2024 წელს ჩატარებულ არჩევნებზე. პირველ რიგში, ამ დასკვნას პატივი უნდა სცეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომელმაც შემდგომ შეიმუშავა რეზოლუციები და დეკლარაციები საქართველოსთან დაკავშირებით, რომლებიც სრულ წინააღმდეგიბაშია მათ მიერვე საქართველოში 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით დაწერილ დასკვნასთან.
ამრიგად, თუ ჩვენ გვჯერა დემოკრატიის, დიალოგი არის მნიშვნელოვანი, და ასევე მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობის შენარჩუნება და ორმაგი სტანდარტების თავიდან აცილება – ეს არის ის გზა, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას და უსაფრთხოებას“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ეკა სეფაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ეკა სეფაშვილი„საქართველოში არ და ვერ მოხერხდება ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიზირება - სწორედ ამას უზრუნველყოფს ქართველი ხალხი და მათ მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელსაც ჰყოფნის გონიერება და საქართველოს ინტერესებს დღემდე წარმატებით იცავს“
- ეკა სეფაშვილი„ევრობიუროკრატებმა დიალოგის სივრცე თავად ჩაკეტეს, რადგან ოფიციალურ დონეზე საქართველოს მიერ გაჟღერებული სწორი, სამართლიანი არგუმენტების მოსმენა არ სურთ, თორემ ევროინტეგრაციის პროცესი, რომ მიმდინარეობს საქართველოში, ეს გადასარევად იციან და მათი არაერთი კვლევა მოწმობს ამას“
- ეკა სეფაშვილი„ევროკავშირის ამჟამინდელ ბიუროკრატიას, ევროკომისიის სახით, სურს საქართველო მორჩილი ვასალის როლში იხილოს“
- ეკა სეფაშვილი„მიზეზები, რომლებიც ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია მოყვანილი, მხოლოდ მოგონილი საბაბია, რათა თითის დასაქნევი მიზეზი არსებობდეს - აბა, ტყუილუბრალოდ, არგუმენტების გარეშე ვერ იტყვიან, რას ერჩიან საქართველოს და ქართულ ხელისუფლებას“
