პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს. „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს

კასრების კადრები ყველგან, დიდ მონიტორებზე უნდა გავუშვათ! რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქში უნდა ტრიალებდეს! ვატყობ, რაღაცები დაგავიწყდათ! – წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.

ლატარიას თქმით, ის აუცილებლად გახსნიდა უახლესი ისტორიის მუზეუმს, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები და მუდმივ რეჟიმში ჩართული „კასრების” ვიდეოები.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კადრები რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, დიდ მონიტორებზეც უნდა გაუშვან. მას მაგალითისთვის გერმანიის გამოცდილება მოჰყავს, სადაც გახსნილია მუზეუმი, რომელიც ნაცისტური რეჟიმის დანაშაულებს ეძღვნება.

„ოცნების“ ზედა ეშელონში რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა ყველაფერი, რაც საკუთარი თვალით ვნახეთ. მუზეუმში განთავსდებოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც, ხოლო კასრების ვიდეოები მუდმივად იქნებოდა ჩართული. ყველა ტურისტს კი აეროპორტში დავურიგებდი ფლაერს გზამკვლევს, რომელშიც სანახაობების თვალსაზრისით პირველ ადგილს სწორედ ეს მუზეუმი დაიკავებდა! გერმანიაში არსებობს „ტერორის ტოპოგრაფია“ (Topographie des Terrors) მუზეუმი, რომელიც ნაცისტური რეჟიმის დანაშაულებს ეძღვნება. ჩემს სამშობლოში არანაკლები ტერორი სუფევდა და აუცილებელია, მომავალმა თაობამ იცოდეს ეს ისტორია, რათა მსგავსი სისასტიკე არასოდეს განმეორდეს!
გერმანიის ისტორიის მუზეუმი ქვეყნის წარსულის ფართო მიმოხილვას გვთავაზობს, ხოლო ნიურნბერგის დოკუმენტაციის ცენტრი ნაცისტური პარტიისა და მისი რეჟიმის ისტორიას ეძღვნება. ფაშიზმის შესახებ დოკუმენტების გაცნობისას განსაკუთრებული ემოციური რეაქცია არ მაქვს, რადგან სულ ცოტა ხნის წინ ჩემმა ქვეყანამ თავად გამოიარა არანაკლები სისასტიკე და სადიზმი!“- წერს ლატარია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ – ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ის, რომ Amnesty International-ი თაღლითობის გზაზე იყო დამდგარი, ჯერ კიდევ 2023 წელს გამოჩნდა, როდესაც ის სააკაშვილის სამართლიანი სასჯელისგან დახსნის უცხოურ დეზინფორმაციულ კამპანიაში ჩაერთო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.