ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი6°C
  • ზუგდიდი11°C
  • თელავი6°C
  • გორი6°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია2°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ11 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ20:33
მარჩინ როსოლოვსკი

განცხადება · 163 ნახვა

„სწორედ ვარშავაში და არა თბილისში იყენებს პრემიერ-მინისტრი სკოლის ტრაგედიას, რათა აიძულოს პარლამენტი მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ინტერნეტ ცენზურას შემოიღებს რეალური სასამართლო ზედამხედველობის გარეშე“

პოლონეთში, სასაცილო საბაბით, მმართველი კოალიციის პოლიტიკოსები ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას ართმევენ დაფინანსებას, – ამის შესახებ პოლიტოლოგი მარჩინ როსოლოვსკი თავის სტატიაში წერს, რომელშიც პოლონეთში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და საქართველოს მიმართ ევროპარლამენტის ორმაგ სტანდარტებს აკრიტიკებს.

როსოლოვსკის თქმით, მაშინ, როდესაც ბრიუსელი და ვარშავა საქართველოს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას უწუნებენ, თავად პოლონეთში საგანგაშო ვითარებაა.

„დიახ, სწორედ ვარშავაში და არა თბილისში იყენებს პრემიერ-მინისტრი სკოლის ტრაგედიას, რათა აიძულოს პარლამენტი მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ინტერნეტ ცენზურას შემოიღებს რეალური სასამართლო ზედამხედველობის გარეშე. რადგან ეს „სიძულვილის ენაა“. და თუ რა წარმოადგენს სიძულვილის ენას, ამას მმართველი პარტიის პოლიტიკური წარმომადგენლები გადაწყვეტენ. და სწორედ პოლონეთში უარს ამბობს პრემიერ-მინისტრი უკანონოდ საკონსტიტუციო ტრიბუნალის გადაწყვეტილებების აღიარებასა და გამოქვეყნებაზე, რადგან ეს არ არის მის მიერ დანიშნული პირების მიერ დაკომპლექტებული ტრიბუნალი. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ „კანონისა და სამართლიანობის“ პარტიამ (PiS) ანალოგიურად უარი თქვა იმდროინდელი მთავრობის მიერ არაკონტროლირებადი ტრიბუნალის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღიარებაზე.

სწორედ უაღრესად დემოკრატიულმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აირჩია საკუთარი მინისტრი საკონსტიტუციო ტრიბუნალში და ცინიკურად აღნიშნა, რომ რადგან „კანონისა და სამართლიანობის“ პარტიამ (PiS) უარყო კანონპროექტი, რომელიც კრძალავდა პოლიტიკოსების ამ ორგანოში დელეგირებას, მას შეეძლო იქ საკუთარი ხელისბიჭი დაემკვიდრებინა.

ოჰ, კინაღამ დამავიწყდა – არა საქართველოში, არამედ პოლონეთში, პოლიტიკურად კონტროლირებადი პროკურატურა ადანაშაულებს პროკურორს, რომელმაც გაბედა კორუფციის ბრალდების წაყენება პრემიერ-მინისტრ ტუსკის კოლეგის წინააღმდეგ. წინა ადმინისტრაციის დროს პროკურატურის დამოუკიდებლობაც სასაცილო იყო.

ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმ გრძელი სიიდან, თუ როგორია დემოკრატიის სტანდარტები „სამოქალაქო კოალიციის“ მიხედვით. რა თქმა უნდა, ახლა არავის ეპარება ეჭვი, რომ ისევე, როგორც გერმანია შეიძლება ჩაითვალოს ავტორიტეტად იმის შესახებ, თუ ვინ უჭერს მხარს რუსეთს, ჩვენს მოწყალე მმართველ პარტიას შეუძლია თამამად ასწავლოს ქართველებს კანონის უზენაესობა და დემოკრატია“, – აცხადებს როსოლოვსკი.

მარჩინ როსოლოვსკი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. მარჩინ როსოლოვსკი„პოლონეთის მთავრობამ დაკარგა ყოველგვარი მორალური უფლება, სხვებს დემოკრატიულ სტანდარტებზე ესაუბროს. გასაოცარია, რომ ისინი თავს უფლებას აძლევენ, საქართველოს შიდა პროცესები შეაფასონ მაშინ, როცა თავად პოლონეთში უკანონო და რეპრესიულ ქმედებებს ახორციელებენ“
  2. მარჩინ როსოლოვსკი„არა საქართველოში, არამედ პოლონეთში, პოლიტიკურად კონტროლირებადი პროკურატურა ადანაშაულებს პროკურორს, რომელმაც გაბედა კორუფციის ბრალდების წაყენება პრემიერ-მინისტრ ტუსკის კოლეგის წინააღმდეგ“
  3. მარჩინ როსოლოვსკი„პოლონეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ უნდა გამომდინარეობდეს პოლონეთის ინტერესებიდან და არა სხვისი ემოციებიდან, სხვისი გათვლებიდან თუ სხვისი კომპლექსებიდან. სახელმწიფო, რომელიც თავად ამბობს უარს საკუთარ პოლიტიკაზე, ადრე თუ გვიან იწყებს სხვების პოლიტიკის განხორციელებას“
  4. მარჩინ როსოლოვსკი„თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება მრავალვექტორულ პოლიტიკას ატარებს – ზოგჯერ დასავლეთისთვის გამაღიზიანებელს, ზოგჯერ კი ზედმეტად ფრთხილს. თუმცა დაუშვებელია მისი ავტომატურად რუსულ აგენტურად გამოცხადება“