განცხადება · 151 ნახვა
„მექნება შეთავაზება, იანვარში საქართველოსთან დაკავშირებით სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს“
დღეს საქართველოს ძალიან მოკლედ განვიხილავთ, მაგრამ მექნება შეთავაზება, რომ იანვარში საქართველოსთან დაკავშირებით სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
კალასმა ასევე ისაუბრა იმ თემების შესახებ, რომლებსაც საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს განიხილავენ.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
მისივე თქმით, განხილვის თემებს შორის არის ევროკავშირის შიდა საქმეებში უცხოური ჩარევა, რუსეთ-უკრაინის ომი, რუსეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, ვითარება ახლო აღმოსავლეთში.
„ჩვენ განვიხილავთ უცხოურ ჩარევას, ასევე განვიხილავთ სხვადასხვა თემასთან დაკავშირებულ საკითხებს. რა თქმა უნდა, მთავარი თემაა ომი უკრაინაში. ასევე, რუსეთში ჩატარებული არჩევნები, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები. ჩვენ მივესალმებით „ენერგეტიკულ ზავს“, როდესაც ის ძალაში შევა. ჩვენ ჯერ არ გვინახავს, რუსეთს დაეცვას ზავი. რა თქმა უნდა, პირადად მე ასევე მივესალმებოდი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოიცავდეს ადამიანების დაღუპვის პრევენციას. აქ იმყოფება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგაც, რომელიც ასევე შემოგვიერთება. რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგმობთ „ჰუსიტების მიერ აეროპორტებზე განხორციელებულ ესკალაციურ თავდასხმებს და, ასევე, ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს. გუშინ მე ასევე ვესაუბრე საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პრინც ფაისალს. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ლიბანში მისიასთან დაკავშირებით, შევქმნით ახალ მისიას ლიბანში, რომელსაც ექნება სამოქალაქო და სამხედრო საყრდენი“, – განაცხადა კალასმა.
კაია კალასი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- კაია კალასი„ევროკავშირის ურთიერთდახმარების პუნქტი ნატო-ს არ ეწინააღმდეგება, ჩვენ უნდა ვიყოთ სანდოები, ამისთვის კი უნდა ვიყოთ ერთიანები და შევძლოთ გადაწყვეტილებების მიღება“
- კაია კალასი„რა თქმა უნდა, იდეალური სცენარი დემოკრატიული ირანი იქნებოდა, რომელიც არ ემუქრება მეზობლებს, მაგრამ ასეთი რამ რეალობისგან შორსაა“
- კაია კალასი„ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნის მიუხედავად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბლოკში უკრაინის გაწევრიანების შესახებ კონკრეტული თარიღის შესათავაზებლად მზად არ არიან“
