ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ დიმიტრი ხუნდაძე„კანონში ზოგიერთი საკითხი დაზუსტებას მოითხოვს“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი6°C
  • გორი7°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია1°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 7 ნოემბერი
  • USD2.5949−0.0006
  • EUR2.8998−0.0147
  • GBP3.4746−0.0189
  • TRY0.0517−0.0002
  • 100 RUB3.1713−0.0114
  • AZN1.5267−0.0003
  • 1000 AMD7.1981−0.0020
  • 10 UAH0.5723+0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ13 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ11:38
გურამ მაჭარაშვილი

განცხადება · 102 ნახვა

„ჩვენ არავის ვებუტებით და ვსაუბრობთ ყველასთან, ვინც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს. ევრობიუროკრატებმა კი გადაწყვიტონ, ვისთან არიან გაბუტულები, ვისთან – ნაჩხუბრები და საერთოდ, ვისგან რა უნდათ“

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი, ევრობიუროკრატების მხრიდან საქართველოს მისამართით გაკეთებულ განცხადებებს მედიასთან აფასებს.

დეპუტატის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არავის არასოდეს ებუტება და საუბრობს ყველასთან, ვინც ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, პატივს სცემს სახელმწიფოს და მას თანაბარ პარტნიორად მოიაზრებს.

„ჩვენ არავისთან ვართ გაბუტულები, არც არავის ბოღმა გვაქვს. ჩვენ, ქართულ სახელმწიფოს, მკაფიოდ გვაქვს გაცხადებული, რომ ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისაც პარტნიორული ურთიერთობა სურს და ვინც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს სცემს. ახლა კი ევრობიუროკრატებმა თავად გადაწყვიტონ, ვისთან არიან გაბუტულები, ვისთან – ნაჩხუბრები და საერთოდ, ვისგან რა უნდათ. ჩვენ არც დაკავშირებადობის პრობლემა გვაქვს და არც საუბრის, არც იმის, რომ მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს. ასე რომ, „გაღმა შეედავეს“ პრინციპით თუ უნდათ თავის მართლება, ეს სხვა საკითხია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ევრობიუროკრატებს შეუძლიათ ჩვენი ქვეყნის მიღწევები და შედეგები თავისივე ინსტიტუტების შეფასებების საფუძველზე განიხილონ. ჩვენ ხომ საკუთარი ქვეყნის შიდა განვითარების მაჩვენებლებზე არ ვსაუბრობთ? აქ საუბარია მათივე საერთაშორისო ინსტიტუტების დადებულ დასკვნებზე.

ჩვენთვის საუბარი პრობლემა არ არის, ეს მათი პრობლემაა. შეგვიძლია გავიხსენოთ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებული საკითხები – ჯერ ამბობდნენ, რომ საერთოდ არ უნდა იყვნენ გამჭვირვალეები; მერე შეცვალეს და ამბობდნენ – იმდენად გამჭვირვალენი ვართ, ეს კანონი საერთოდ არ გვჭირდებაო; მერე აღმოჩნდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარესაც კი არ აძლევდნენ ინფორმაციას, საიდან რა ფული ირიცხებოდა საქართველოში. აუ გაირკვა, რომ გამჭვირვალე არ ყოფილან. ევრობიუროკრატიის პრობლემაზე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმაც კი ისაუბრა ევროპაში გამართულ კონფერენციაზე. მან განუცხადა ევროპელებს, რომ მათი პრობლემა არც რუსეთში იყო და არც ჩინეთში – პრობლემები საკუთარ თავში უნდა ეძიონ, კორუფციული გარიგებებიდან, ფასიანი განმცხადებლებიდან და სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევის სურვილიდან გამომდინარე. ამის სულ ბოლო მაგალითია ევროკავშირის ელჩის განცხადება საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ვისაც სურს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღიაროს და პატივი სცეს, ჩვენ ყველას ვესაუბრებით. საქართველოს არ უნდა ისეთ გაერთიანებაში ყოფნა, სადაც მას სუვერენიტეტის ჩაბარებას მოსთხოვენ და მის მაგივრად მიიღებენ გადაწყვეტილებებს. ასეთი აზრი და ამის სურვილი მხოლოდ „ნაცაგენტურას“ და მის ფილიალებს შეიძლება გაუჩნდეთ“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

გურამ მაჭარაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გურამ მაჭარაშვილი„ევროკავშირის გაფართოების კი არა, ამ ერთობის შენარჩუნების საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ - ისეთ კავშირში გაერთიანება, სადაც ქვეყნის განვითარების შესახებ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად, გარედან მიიღებენ წარმოუდგენელი და მიუღებელია“
  2. გურამ მაჭარაშვილი„სტრასბურგის სასამართლოში თუ უნდა წავიდეს 5 რადიკალური პარტიის აკრძალვის საქმე, სარჩელში მათ დახვდებათ თავისივე გადაწყვეტილებები იმის ნიშნად, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა ამ უბედურებებს, როცა ის ხელისუფლებაში იყო“
  3. გურამ მაჭარაშვილი„„ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ – სამართლებრივად რომ არ იყოს ასაკრძალი, საზოგადოების უმრავლესობაში ამასთან დაკავშირებით პროტესტი იქნებოდა“
  4. გურამ მაჭარაშვილი„„ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს“