განცხადება · 119 ნახვა
„ადამიანები, რომლებიც ჩვენს ძიუდოისტებს ლანძღავენ მათ ვერაფერს დააკლებენ, უბრალოდ, თავიანთ თავს აყენებენ ზიანს და მორიგ ჯერზე ავლენენ იმას, რომ არაფერს წარმოადგენენ, არც საქართველო უყვართ და არც საქართველოს წარმატება ახარებთ“
საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან სპორტსმენების, მათ შორის, ძიუდოისტ ლაშა ბექაურის ბულინგზე პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ქართველ სპორტსმენებს გარკვეული ჯგუფების მხრიდან ლანძღვით არაფერი დააკლდებათ და ეს ჯგუფები თავიანთი ქმედებებით საკუთარ თავს აზიანებენ და მორიგ ჯერზე ადასტურებენ, რომ არც საქართველო უყვართ და არც ქვეყნის წარმატება უხარიათ.
„პირველ რიგში, ვუერთდები შოთა ხაბარელის სიტყვით გამოსვლას და ვულოცავ ბრწყინვალე გამარჯვებას ჩვენს ძიუდოისტებს – ჩვენს მართლაც გმირ გოგონებსა და ვაჟკაცებს. ისე ვართ განებივრებული მათი წარმატებებით, რომ, როდესაც მთელი მსოფლიო მონაწილეობს მსოფლიო ჩემპიონატზე, ინდივიდუალურში მეორე ადგილი და გუნდური ბრინჯაო არ გვაკმაყოფილებს და უფრო მეტს ველოდებით. ეს სწორედ მათი გმირობისა და დაუღალავი შრომის შედეგია და, უპირველეს ყოვლისა, მათი პატრიოტიზმის. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ყველაფერი აქვთ გაღებული და დადებული სამშობლოსთვის, რისთვისაც მსურს მადლობა ვუთხრა მათ. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც მათ ლანძღავენ – ისინი მათ ვერაფერს დააკლებენ, უბრალოდ, თავიანთ თავს აყენებენ ზიანს და მორიგ ჯერზე ავლენენ საკუთარ არარაობას: იმას, რომ არაფერს წარმოადგენენ, არც საქართველო უყვართ და არც საქართველოს წარმატება ახარებთ,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
სოზარ სუბარი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- სოზარ სუბარი„2008 წლის ომში მოსახლეობის გაწირვა იყო დავალება, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა მიღებული - რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით უფრო რთული, ან სულაც შეუძლებელი იქნებოდა შერიგება, ხოლო როდესაც შერიგება შეუძლებელია, მაშინ სიტუაცია, ქვეყანა ადვილი სამართავია“
- სოზარ სუბარი„მსურს, ელენე თევდორაძეს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმ უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომელიც მან ადამიანის უფლებების დასაცავად გასწია“
- სოზარ სუბარი„ადამიანებმა მოაგროვეს ხელმოწერები და პრეზიდენტს მიმართეს თხოვნით, რომ ნორა კვიციანს მიენიჭოს საქართველოს გმირის წოდება - თუ ვინმე იმსახურებს ამ ძალიან მაღალ ტიტულს, ეს სწორედ ნორა კვიციანია“
- სოზარ სუბარი„აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები კომისიის დასკვნაში თავმოყრილ უმძიმეს ფაქტებს „ბელეტრისტიკას“, საგამოძიებო კომისიის დასკვნას კი „მოთხრობასა“ და „მხატვრულ თხზულებას“ უწოდებენ, ამით კი ცხადყოფენ, რომ საკუთარ დანაშაულებს არ ინანიებენ“
