პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

მათ გასაგონად, ვინც არ იცის, მინდა ვთქვა, რომ ადამიანები წინა დღეს საკაცით გამოჰყავდათ, სახლში მიჰყავდათ, რათა სტატისტიკურად ციხეში გარდაცვლილად არ ჩათვლილიყვნენ. იმ დროს ციხეებში ადვოკატები ციხიდან კილომეტრის მოშორებით იდგნენ. მაგალითად, მე ან ჩემი კოლეგები, ვინც ვბედავდით და შევდიოდით ნაწამებ ადამიანებთან, გვეუბნებოდნენ: „ხომ იცი, ახლა ადეიშვილი გვიყურებს, ვერ შემოვალ და ჩემი დიდი პატივისცემა“, მაგრამ დღეს გამოდიან და რაღაცებს ლაპარაკობენ. ეს ადამიანები იმას უტრიალებენ, რომ რევოლუციის მოწყობის ერთი ადგილი არ აქვთ, არჩევნებში გამარჯვების ერთი ადგილი არ აქვთ, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი განცხადებით, პირადი წყენისა და შეურაცხყოფის პატიება შესაძლებელია, თუმცა, სამშობლოს ინტერესებთან კომპრომისი გამორიცხულია. ღუდუშაურმა ოპოზიცია ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების დაცვაა.

„როდესაც ვხედავთ ღირსეულ ქართველებს და ჩვენ მართლაც ღირსეული ხალხი ვართ , მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომ იმ პირად შეურაცხყოფასა და პირად მტრობას, რომელსაც ადამიანები ავლენენ და რომელიც ჩვენ კარგად გვახსოვს, თითოეულ ჩვენგანს, ჩვენს ოჯახის წევრებს, საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი და გამოვლილი. ყველას შევახსენებ, მათ შორის იმასაც, რომ არ ვიცი, არ მომისმენია, მაგრამ თურმე საქართველოს პარლამენტის თითოეული წევრი, ვგულისხმობ მმართველი პარტიის წევრებს, კეფაში ტყვიას ვიმსახურებდით. და ეს იყო დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან. ეს არ არის ის საკითხი, რომელიც ყურადღების მიღმა უნდა დარჩეს — ეს არის ბოროტება.
ჩვენ შეიძლება, იმიტომ, რომ ეს ბუნებრივია, საკუთარ თავზე მაღლა დავდგეთ და დავდგებით კიდეც, იმიტომ, რომ ღირსეული ხალხი ვართ და ბოროტები არ ვართ. პირადი წყენა და ასე შემდეგ შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყანასთან და ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია.
ის, რომ ჩვენ მათსავით ბოროტები არ ვართ, ყველაფერში ჩანს. მინდა შევახსენო, როგორ მტრობენ საკუთარ ქვეყანას. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს და მინდა, ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ამაყ და მაგარ ქართველ ხალხს შევახსენო: ეს ადამიანები, გასაგებია, ვიწრო ჯგუფს წარმოადგენენ, თუმცა საკუთარი ქვეყანის მტრობას აბრალებენ ხან „შავ ხვრელს“, მაშინ, როდესაც საერთაშორისო დამკვირვებლები თუ აქტორები გეუბნებიან, რომ ეს ასე არ არის, და ამისთვის ბოდიშს არ იხდი. როდესაც შენს ქვეყანას ათასგვარ ცილისწამებას აბრალებ, ამის გამო სინდისის იოტისოდენა ქენჯნასაც არ განიცდი, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად იცის, საქართველო ერთადერთ რამეს აკეთებს: საქართველოს ხელისუფლება დგამს იმ ნაბიჯებს, რომლებიც საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებშია და რასაც ყველა ღირსეული ქვეყანა აკეთებს.
როდესაც ჩვენ პრეტენზია გამოვთქვით, რომ, დიახ, დავიცავთ ჩვენს ინტერესებს და ჩვენი ხალხის ინტერესები იქნება პირველ რიგში, თურმე ყველაფერს ვიმსახურებთ.
ამიტომ, ეს მტრობა არც ის საკითხია, რომ ბექაურს რაიმე დააკლდება, ან თითოეულ ჩვენგანს. ჩვენ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი ვდგავართ, მაგრამ კომპრომისი საკუთარ ქვეყანასთან და სამშობლოსთან მიმართებით გამორიცხულია. ეს ყველამ უნდა გაიგოს. როგორი უტიფარი უნდა იყო, რომ გამოხვიდე და საგამოძიებო კომისიაზე ილაპარაკო, როდესაც ადამიანები, ჭირისუფლები, ციხეში ნაწამები და გაუბედურებული ხალხი მოდიოდნენ. ეს ხომ რეალობა კი არ არის — ეს ბავშვმაც იცის. მაგრამ მათ გასაგონად, ვინც არ იცის, მინდა ვთქვა, რომ ადამიანები წინა დღეს საკაცით გამოჰყავდათ, სახლში მიჰყავდათ, რათა სტატისტიკურად ციხეში გარდაცვლილად არ ჩათვლილიყვნენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ის ხალხი არ ვართ, რომ მაშინ რაც ხდებოდა, დღესაც იგივე ხდებოდეს. ეს ასე ვერ იქნება.
მაგრამ აქ არის ერთი მთავარი საკითხი, რომელიც პირდაპირ უნდა ვთქვათ: ეს ადამიანები იმას უტრიალებენ, რომ რევოლუციის მოწყობის ერთი ადგილი არ აქვთ, არჩევნებში გამარჯვების ერთი ადგილი არ აქვთ, მაგრამ იციან, რომ ადამიანის უფლებები სწორედ ჩვენი ხელისუფლების მოსვლის დღიდან არის მთავარი ქვაკუთხედი. ადამიანის ღირსება არის მთავარი ქვაკუთხედი და ეს ტურები ცდილობენ, პოლიტიკურად რაღაცნაირად ნახონ ხელჩასაჭიდი, რათა საკუთარ ქვეყანას მიადგნენ. როდისმე რაღაცაზე წითელი ხაზი ხომ უნდა არსებობდეს? სადაც პრობლემაა, რა თქმა უნდა, იქ ყველა უნდა იყოს და იქ უნდა ისმოდეს ხმა. რომელი სულელი იტყვის, რომ დაპატიმრებულ ადამიანთან დაკავშირებით შეიძლება რაიმე უფლების დარღვევაზე იყოს საუბარი და ვინმე ჭკუათმყოფელი ამბობდეს, რომ ეს ნორმაა? ეს ხომ გამორიცხულია! მაგრამ როდესაც ფაქტები არ გაქვს… მივესალმები იმას, რომ ეს ადამიანები, მათი ადვოკატები სამართლებრივ ბრძოლას აწარმოებენ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ იქ ვართ, სადაც ადამიანის უფლებაა, სადაც ღირსებაა. მიუხედავად იმისა, რომ არ შევდივართ იმ სიღრმეში, ვინმემ ჩაიდინა თუ არა დანაშაული, ეს ჩვენი საქმე არ არის. ყველას უფლება უნდა იყოს დაცული. მაგრამ როდესაც სიმართლეზე გირტყამენ ის ადამიანები, რა უფლება აქვთ ამ ტურებს, რომლებიც პირდაპირ ავანგარდში იყვნენ და ხმას არ იღებდნენ? ეს ყველაფერი საიდანღაც გადმოცემით კი არ ვიცი: იმ დროს ციხეებში ადვოკატები ციხიდან კილომეტრის მოშორებით იდგნენ. მაგალითად, მე ან ჩემი კოლეგები, ვინც ვბედავდით და შევდიოდით ნაწამებ ადამიანებთან, გვეუბნებოდნენ: „ხომ იცი, ახლა ადეიშვილი გვიყურებს, ვერ შემოვალ და ჩემი დიდი პატივისცემა“, მაგრამ დღეს გამოდიან და რაღაცებს ლაპარაკობენ. ეს არ ეხება მის ოჯახის წევრებს, მაგრამ ამ პოლიტიკურ სვავებს მინდა, ყველამ კარგად გააგებინოს: თუ ვინმეს ხელისუფლებაში მოსვლა უნდა, ამისთვის ერთადერთი გზა არსებობს. ამ გზას, რა თქმა უნდა, ისინი ვერ დაადგებიან, იმიტომ, რომ ეს ხალხისა და ქვეყნის ინტერესების გზაა. ეს მათ არ აინტერესებთ, არ იციან და ვერ მოვლენ.“- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

პაატა კვიჟინაძე: რასაც არ უნდა ითხოვდეს ოპოზიცია, რომელიც ეკონომიკურ მაჩვენებლებს დააზიანებს, პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება – არ დავუშვებთ, დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები, ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები 

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.