პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას

ევროკავშირის საბჭოს სხდომისას კაია კალასის და სხვათა მიერ გაკეთებული განცხადებები არის იმის აღიარება, რომ საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის პოლიტიკამ მარცხი განიცადა და მხოლოდ და მხოლოდ დააზიანა ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესები,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ყოველთვის იყო და იქნება მზად ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე დიალოგისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ ამავე დიალოგის მაგიდასთან მალე გამოჩნდებიან ევროკავშირის წარმომადგენლებიც.

„ეს მიდგომა და დამოკიდებულება იმთავითვე იყო მცდარი, უსამართლო და დამაზიანებელი. შესაბამისად, უნდა შეიცვალოს ეს დამოკიდებულება. დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია ცურავს დინების საწინააღმდეგოდ, ევროკავშირის უმრავლესი წევრი სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ. როგორც არასდროს, დღეს არის დიალოგის და არა იზოლაციის დრო. საქართველო იანვარშიც, აპრილშიც, ივლისშიც და ნოემბერშიც იქაა და იქ იქნება, სადაც ყველა პასუხისმგებლიანი პარტნიორი – დიალოგის მაგიდასთან. საქართველო ყოველთვის იყო და იქნება მზად ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე დიალოგისთვის. იმედია, ამავე დიალოგის მაგიდასთან მალე გამოჩნდებიან ევროკავშირის წარმომადგენლებიც. მანამდე, ბრიუსელში უნდა ჩამოყალიბდნენ, მხარს უჭერენ რეალურად საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას თუ საქართველოსგან ჯერ პოლიტიკურ მორჩილებას ელოდებიან?!“,- აღნიშნა მახაშვილმა.

საუბრისას დეპუტატი ასევე შეეხო ევროკავშირის საელჩოს ორგანიზებით კახეთში გამართულ ევროპის დღის ღონისძიებას და მათ შორის, ევროკავშირის ელჩის მიმართ კითხვას სვამს, რომ „ხალხის მაგინებლების წახალისება და მათ დაკრულზე ცეკვაა ქართველების პატივისცემა და ასე ესმით დიპლომატია, ან ქართველი ხალხის სიყვარული?“

„ამ დღეებში ვიხილეთ საქართველოში დიპლომატიური საფარველის ქვეშ უხვად როგორ გადმოიღვარა ანტისამთავრობო სიძულვილიც. მე უპირველესად ვგულისხმობ საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში გამართულ ღონისძიებას, რომელიც დაკავშირებული იყო ევროკავშირის დელეგაციასთან. და კითხვა მაქვს, თუნდაც ამ ადამიანებთან, რომლებმაც ეს დააორგანიზეს ან ევროკავშირის ელჩთან, ეს არის საჯარო დიპლომატია ან დიპლომატიური საქმიანობა? ხალხის მაგინებლების წახალისება და მათ დაკრულზე ცეკვა ქართველების პატივისცემაა? ასე ესმით ან დიპლომატია, ან ქართველი ხალხის სიყვარული? ქართველების უძველეს ტრადიციას – რთველს ატარებ ქართველების მაგინებლებთან ერთად და მერე გინდათ, რომ საქართველოს მოსახლეობას ესაუბროთ ევროკავშირის მხრიდან სიყვარულზე ან სიკეთეებზე?! ერთადერთი რაც გაგვიხარდა მაშინდელი ღონისძიებიდან, ეს იყო ის, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარგად იცეკვა და მოილხინა. მისგან განსხვავებით საცეკვაოდ და მოსალხენად ნამდვილად არ აქვს საქმე მის კოლეგა ელჩებს არც მოლდოვაში და არც უკრაინაში. იმედია ამას ეს ადამიანი სათანადოდ დააფასებს.
და ბოლოს, ასევე რა თქმა უნდა, ვერ ავუვლით გვერდს ევროპარლამენტში მიმდინარე იმ სრულიად გაუგონარ, თუმცა უკვე მივეჩვიეთ, პოლიტიკურ შოუს. მაგრამ არც საქართველოს საზოგადოება და არც თავად ევროპარლამენტი მგონი აღარ იმსახურებს უკვე ზედმეტად საუბარს ამ ცირკებზე. ერთადერთი, რაც მკაფიოდ უნდა ითქვას არის, რომ ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს კონფრონტაციულ დაპირისპირების ენას და საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ და არაპროვოცირებულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას, რომელიც გამოხატული იყო საპარლამენტო არჩევნებში და თავზე ნაცრის წაყრა რაღაც სხვადასხვა მაქინაციები ამას არ უშველის. უნდა აღიარონ ხალხის ნება, უნდა პატივი სცენ ხალხის ნებას, პატივი სცენ სახელმწიფოს სუვერენიტეტს და შემდგომ შეგვეძლება ჩვენ მათთანაც დიალოგის მაგიდასთან ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე დაჯდომა“,- განაცხადა ლევან მახაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

პაატა კვიჟინაძე: რასაც არ უნდა ითხოვდეს ოპოზიცია, რომელიც ეკონომიკურ მაჩვენებლებს დააზიანებს, პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება – არ დავუშვებთ, დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები, ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები 

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.