პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ადამიანები, რომლებიც ჩვენს ძიუდოისტებს ლანძღავენ მათ ვერაფერს დააკლებენ, უბრალოდ, თავიანთ თავს აყენებენ ზიანს და მორიგ ჯერზე ავლენენ იმას, რომ არაფერს წარმოადგენენ, არც საქართველო უყვართ და არც საქართველოს წარმატება ახარებთ

საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან სპორტსმენების, მათ შორის, ძიუდოისტ ლაშა ბექაურის ბულინგზე პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ქართველ სპორტსმენებს გარკვეული ჯგუფების მხრიდან ლანძღვით არაფერი დააკლდებათ და ეს ჯგუფები თავიანთი ქმედებებით საკუთარ თავს აზიანებენ და მორიგ ჯერზე ადასტურებენ, რომ არც საქართველო უყვართ და არც ქვეყნის წარმატება უხარიათ.

„პირველ რიგში, ვუერთდები შოთა ხაბარელის სიტყვით გამოსვლას და ვულოცავ ბრწყინვალე გამარჯვებას ჩვენს ძიუდოისტებს – ჩვენს მართლაც გმირ გოგონებსა და ვაჟკაცებს. ისე ვართ განებივრებული მათი წარმატებებით, რომ, როდესაც მთელი მსოფლიო მონაწილეობს მსოფლიო ჩემპიონატზე, ინდივიდუალურში მეორე ადგილი და გუნდური ბრინჯაო არ გვაკმაყოფილებს და უფრო მეტს ველოდებით. ეს სწორედ მათი გმირობისა და დაუღალავი შრომის შედეგია და, უპირველეს ყოვლისა, მათი პატრიოტიზმის. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ყველაფერი აქვთ გაღებული და დადებული სამშობლოსთვის, რისთვისაც მსურს მადლობა ვუთხრა მათ. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც მათ ლანძღავენ – ისინი მათ ვერაფერს დააკლებენ, უბრალოდ, თავიანთ თავს აყენებენ ზიანს და მორიგ ჯერზე ავლენენ საკუთარ არარაობას: იმას, რომ არაფერს წარმოადგენენ, არც საქართველო უყვართ და არც საქართველოს წარმატება ახარებთ,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

პაატა კვიჟინაძე: რასაც არ უნდა ითხოვდეს ოპოზიცია, რომელიც ეკონომიკურ მაჩვენებლებს დააზიანებს, პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება – არ დავუშვებთ, დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები, ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები 

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.