ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ სოზარ სუბარი„დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი1°C
  • ბათუმი9°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი2°C
  • ზუგდიდი6°C
  • თელავი1°C
  • გორი0°C
  • ახალციხე0°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური−4°C
  • მესტია−5°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 12 ნოემბერი
  • USD2.5933−0.0003
  • EUR2.8895−0.0216
  • GBP3.4551−0.0284
  • TRY0.0516
  • 100 RUB3.1299−0.0009
  • AZN1.5257+0.0001
  • 1000 AMD7.1944−0.0005
  • 10 UAH0.5718+0.0024
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ14 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ20:02
დავით ქართველიშვილი

განცხადება · 146 ნახვა

„პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს“

„უმაღლესი სასამართლო ინსტანციის ფარგლებში დესტრუქციული პოლიტიკური ძალების შესახებ სარჩელის განხილვა კანონის უზენაესობასა და პოლიტიკური ბრძოლის ქუჩის რადიკალური აქტებიდან მკაცრად ინსტიტუციურ ველში გადაყვანის მისწრაფებას ადასტურებს,“ – ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რადიკალური პარტიების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის დაწყებას.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, სწორედ სასამართლოა ის ინსტიტუტი, რომელსაც შეუძლია კვალიფიციური შეფასება მისცეს ძალების ქმედებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოს კონსტიტუციურ წყობილებასა და საზოგადოებრივ წესრიგს.

„და აი ისიც – ნანატრი მოლოდინის აღსრულება. სამართლიანობის აღდგენის მთავარი ტრიგერი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი პროცესის დაწყება აღიქმება, როგორც სუვერენული და ლოგიკური ნაბიჯი მართლმსაჯულების სახელმწიფო ინსტიტუტის განმტკიცებისკენ. უმაღლესი სასამართლო ინსტანციის ფარგლებში დესტრუქციული პოლიტიკური ძალების შესახებ სარჩელის განხილვა კანონის უზენაესობასა და პოლიტიკური ბრძოლის ქუჩის რადიკალური აქტებიდან მკაცრად ინსტიტუციურ ველში გადაყვანის მისწრაფებას ადასტურებს. საკონსტიტუციო პოლიტიკური კულტურის პარადიგმაში სწორედ სასამართლო და არა გარეგანი ზეწოლა თუ რევოლუციური განწყობები წარმოადგენს ერთადერთ ლეგიტიმურ არბიტრს, რომელსაც ძალუძს კვალიფიციური შეფასება მისცეს იმ გაერთიანებების მოქმედებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან კონსტიტუციურ წყობილებასა და საზოგადოებრივ წესრიგს.

ამ პროცესის საკვანძო ასპექტია ეროვნული სუვერენიტეტისა და ქართული საზოგადოების ტრადიციული ღირებულებების დაცვა სისტემური დესტაბილიზაციური ზემოქმედებისგან. საზოგადოების უმრავლესობის თვალთახედვით, პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს. კანონიერი შეზღუდვების დაწესება იმ ძალებზე, რომლებიც ულტრალიბერალურ ან დესტრუქციულ დღის წესრიგს ლობირებენ, განიხილება, როგორც აუცილებელი პირობა სოციალური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და საზოგადოების ტრადიციული საფუძველების დასაცავად. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მოსმენები მყარ საძირკველს უყრის ქვეყნის პროგნოზირებად და მდგრად განვითარებას. რადიკალური პარტიების გავლენის შეზღუდვა ხელსაყრელ გარემოს შექმნის ჭეშმარიტად კონსტრუქციული და პატრიოტულად განწყობილი ოპოზიციის ჩამოსაყალიბებლად. ტრადიციონალისტური კონსერვატიზმისთვის ასეთი ნაბიჯი ნიშნავს შიდა უსაფრთხოების, წესრიგისა და ეროვნული თანხმობის პრიორიტეტს ქაოსსა და პოლიტიკურ პოლარიზაციაზე, რაც საქართველოს უზრუნველყოფს განვითარების დაჯერებული, სუვერენული ტრაექტორიით წლების განმავლობაში. მოკლედ – ნორმალურებო და ჯანსაღებო – გილოცავთ!“ – წერს დავით ქართველიშვილი.

დავით ქართველიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დავით ქართველიშვილი„მღვდელმთავარი, რომლის ეპარქიის გარშემოც ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეები სროლებთან, სასოფლო-სამეურნეო მიწების მიტაცებასთან, ხელს უწვდის სააკაშვილის პოლიტიკურ ძალას, რომელიც თავად ამხელდა მას. ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდებით მიტროპოლიტი იობი არა ქრისტიანულ მცნებებს, არამედ საკუთარ დაუსჯელობასა და კონტროლირებადი შეიარაღებული ავტონომიის შენარჩუნების უფლებას იცავს“
  2. დავით ქართველიშვილი„ირანის მიერ ერთდროულად სამი მიმართულებით განხორციელებულმა პოლიტიკურმა დარტყმამ - ისრაელისა და აშშ-ს შემდეგ - სომხეთში „ტრამპის დერეფანსაც" თბილისში „ბუშის ქუჩის" მნიშვნელობა შესძინა“
  3. დავით ქართველიშვილი„ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში ქართული კვალი და თბილისის წინააღმდეგ მორიგი მორალური სანქციების პაკეტი შემოიღოს- გაზი ამით არ გაიაფდება, სამაგიეროდ, ევროპული პრინციპულობის შესახებ მორიგი შესანიშნავი ანგარიში დაიწერება“
  4. დავით ქართველიშვილი„დღევანდელი საერთაშორისო ვითარება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, მხოლოდ სატრანზიტო დერეფნის ფუნქციით არ შემოიფარგლოს და სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ლოჯისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბდეს“