ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი4°C
  • ბათუმი9°C
  • ქუთაისი7°C
  • რუსთავი6°C
  • ზუგდიდი7°C
  • თელავი5°C
  • გორი4°C
  • ახალციხე2°C
  • ოზურგეთი8°C
  • ამბროლაური3°C
  • მესტია−1°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ამბავიპოლიტიკა178 ნახვა

ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევროპელებს მოუწოდებს, უკრაინის დასახმარებლად წელიწადში ერთი კათხა ლუდით ნაკლები დალიონ

ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევროპელებს მოუწოდებს, უკრაინის დასახმარებლად წელიწადში ერთი კათხა ლუდით ნაკლები დალიონ

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ანდრის კულბერგსმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინის დასახმარებლად ევროკავშირის თითოეულმა მცხოვრებმა წელიწადში მხოლოდ ერთი კათხა ლუდის ღირებულების თანხა უნდა გაიღოს. ამის შესახებ ინფორმაციას “უკრაინსკა პრავდა” ლატვიურ გამოცემა „დელფიზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

კულბერგსმა ასევე ხალხს მოუწოდა, ნაკლები ყურადღება დაუთმონ საკუთარ კომფორტს და აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა გარკვეულ მსხვერპლს მოითხოვს. ლატვიის პრემიერ-მინისტრის მიიჩნევს, რომ თითოეულმა ევროპელმა წელიწადში ერთი კათხა ლუდით ნაკლები უნდა დალიოს, ხოლო დაზოგილი თანხა უკრაინას გადაურიცხოს.

“უკრაინის მხარდაჭერა ფულს გულისხმობს. ეს ნიშნავს, რომ თითოეული ევროპელი წელიწადში ერთ კათხა ლუდზე იტყვის უარს. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. უკრაინას კი ეს ახლა სჭირდება. ჩვენთვის ეს მხოლოდ ერთი კათხა ლუდის საფასურია, უკრაინაში კი – სიცოცხლის ფასი. ჩვენ ნაკლებს ვსვამთ – იქ კი სიცოცხლეები გადარჩება”, – განაცხადა ანდრის კულბერგსმა.