განცხადება · 181 ნახვა
„მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?! ეს დავაანონსეთ კიდევაც“
მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?!, – ამის შესახებ „იმედი LIVE“-ში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პენსიების ზრდასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მხოლოდ სურვილზე არ არის დამოკიდებული, რომ პენსია იყოს იმაზე ბევრად მაღალი, ვიდრე ახლაა. ეს პროცესი მიბმულია ეკონომიკურ ზრდასთან.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„მინდა პრემიერს მადლობა გადავუხადო, ჩვენი ერთობლივი მუშაობით უკვე გადაწყდა პენსიების ზრდა. ეს დავაანონსეთ კიდევაც. მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?! მაგრამ არის ეკონომიკა, განვითარებადი ქვეყანა ვართ. ვხედავთ როგორ ვვითარდებით. ჩვენი საზოგადოება ხედავს, როგორ ვითარდება წლიდან წლამდე, ბიუჯეტს ვხედავთ, როგორ იზრდება წლიდან წლამდე. უდიდესი ნაწილი, ყველაზე დიდ ციფრები არის სოციალური მიმართულებით ჩვენს ბიუჯეტში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია რა არის წილი სოციალური კომპონენტის ბიუჯეტში ზოგადად ეკონომიკური მდგომარეობისთვის და საერთაშორისო ფონდებისთვის. ყველამ ვიცით, რომ არის საგარეო ვალი, არის შიდა ვალი, არის ციფრები, ამ ზღვარზე უნდა ვიაროთ. ამ ზღვრის შენარჩუნება ხდება ეკონომიკის ზრდით. ეკონომიკის ზრდით არის გამოწვეული შემდეგ ეკონომიკური ზრდა და წლიდან წლამდე ვხედავთ, რომ ასე არის. წელი არ მახსოვს, სადაც ჩვენ ვგეგმავდით 5% -იან ზრდას და შემდეგ მსოფლიო ბანკი და ა.შ. პირველივე კვარტალში გვიზრდიდა 7-დან 8%-მდე ხშირად კვარტალს ორნიშნა ზრდით ვამთავრებდით. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ზღვარიც შენარჩუნდეს, ეკონომიკაც გაიზარდოს და ბიუჯეტიც გაიზარდოს. დამერწმუნეთ, მაქსიმუმს ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით კიდევ უფრო მეტი გვინდა გავაკეთოთ. მაგრამ არ არსებობს ერთ დღეში მოგვარდეს“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ცნობისთვის, პირველი იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 45 ლარით იზრდება.
ირაკლი კირცხალია სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ირაკლი კირცხალია„ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ“
- ირაკლი კირცხალია„ჩვენ, სახელმწიფო ყველაფერს ვიზამთ, რომ როდესაც დედობას და მშობლობის უფლებას ეხება საქმე, ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ - 98% არ არის საქართველოს მოქალაქე, ვინც სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში ამ სერვისით და ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში, ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე“
- ირაკლი კირცხალია„სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ“
- ირაკლი კირცხალია„ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს“
