ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი5°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი6°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი6°C
  • გორი6°C
  • ახალციხე2°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია2°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ20 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ11:24
ეკა სეფაშვილი

განცხადება · 161 ნახვა

„„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ფილიალები არ არიან პოლიტიკური პარტიები, ისინი გარედან მართულ აგენტურულ ქსელს წარმოადგენენ საქართველოში და პოლიტიკური ველი მათგან უნდა გაიწმინდოს“

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან ისაუბრა 5 პოლიტიკური სუბიექტის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ დაგეგმილ საკონსტიტუციო განხილვასთან დაკავშირებით.

დეპუტატს აქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ერთადერთ და სწორ გადაწყვეტილებას.

„სასამართლოს წინაშე წარდგენილი უტყუარი ფაქტებისა და მტკიცებულებების გამო სასამართლოს უბრალოდ სხვა გზა არ დარჩება,“ – აღნიშნა მან. „მაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ერთადერთ და სწორ გადაწყვეტილებას. სასამართლოს წინაშე წარდგენილი უტყუარი ფაქტებისა და მტკიცებულებების გამო სასამართლოს უბრალოდ სხვა გზა არ დარჩება. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება სასამართლომ თავად უნდა მიიღოს და ამაში ჩვენ ვერ და არ ჩავერევით. მტკიცებულებები და ბრალდებები უტყუარია და სწორედ ამის გამო ჩვენ, „ხალხის ძალა“, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მოვითხოვთ ამ პარტიების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან აფილირებული სხვა რადიკალური პარტიების) აკრძალვას. დანაშაული აშკარაა. ჩემი აზრით, უბრალოდ სასამართლო პროცესია საჭირო, რომ ყველაფერი იყოს სამართლებრივად შეფასებული და ვინმეს, ქვეყნის შიგნით ან გარეთ, არ გაუჩნდეს განცდა, რომ ეს ყველაფერი გარკვეული პარტიების – ვგულისხმობ „ხალხის ძალისა“ და „ქართული ოცნების“ – ახირების გამო მოხდა. კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის მცდელობა, სახელმწიფოზე შეტევა, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობისთვის ხელის შეშლა, საბოტაჟის მოწყობა და სხვა მოღალატეობრივი ქმედებები დადასტურებულია ფაქტებით და დიდი იმედი მაქვს, რომ შესაბამისი განაჩენიც დადგება.

მსურს, ერთი რამ განსაკუთრებულად ხაზგასმით აღვნიშნო: ესენი (ნაციონალური მოძრაობა და მისი ფილიალები) არ არიან პოლიტიკური პარტიები, თავიდან ბოლომდე უცხოეთიდან მართული აგენტურული ქსელია და პოლიტიკური ველი მათგან უნდა გაიწმინდოს. ჩვენ (ზოგადად ვსაუბრობ, „ხალხის ძალასაც“ ვგულისხმობ და „ქართულ ოცნებასაც“, იმიტომ, რომ ვიცი მათი განწყობა) არავითარ შემთხვევაში არ ვართ ოპოზიციის წინააღმდეგი. „ხალხის ძალა“ თავადვე ვართ „ქართული ოცნების“ ოპოზიცია, მაგრამ ოპოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარი ქვეყნის მტერი იყო. დღესაც კი რადიკალური ოპოზიცია სწორებას აკეთებს დასავლეთზე, ჩვენ კი – ჩვენს ქვეყანასა და მის განვითარებაზე. ვფიქრობ, რომ მომავალში გაჯანსაღდება პოლიტიკური ველი და ის პოლიტიკური ძალები (ვგულისხმობ „ხალხის ძალის“ გარდა არსებულ პოლიტიკურ ძალებს), რომელთაც აქვთ ამბიცია, საკუთარი პოლიტიკური სიტყვა თქვან, უფრო მეტად გამოჩნდებიან. უცხოეთს და იგივე დასავლეთს მოუწევს საქართველოში არსებულ პოზიციასა და ოპოზიციურ ძალებთან საუბარი. სხვა ძალა პოლიტიკურ სარბიელზე აღარ იქნება და მათ მოუწევთ ჩვენთან, სხვა ოპოზიციურ ძალებთან და ხელისუფლებასთან საუბარი – უნდათ ეს თუ არა,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ეკა სეფაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ეკა სეფაშვილი„ქალთა უფლებების დაცვა სახელმწიფო პრიორიტეტია და ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი საზოგადოების გაძლიერებისთვის, ასევე სოციალურ საკითხებზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის განმტკიცებისთვის.“
  2. ეკა სეფაშვილი„საქართველოში არ და ვერ მოხერხდება ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიზირება - სწორედ ამას უზრუნველყოფს ქართველი ხალხი და მათ მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელსაც ჰყოფნის გონიერება და საქართველოს ინტერესებს დღემდე წარმატებით იცავს“
  3. ეკა სეფაშვილი„ევრობიუროკრატებმა დიალოგის სივრცე თავად ჩაკეტეს, რადგან ოფიციალურ დონეზე საქართველოს მიერ გაჟღერებული სწორი, სამართლიანი არგუმენტების მოსმენა არ სურთ, თორემ ევროინტეგრაციის პროცესი, რომ მიმდინარეობს საქართველოში, ეს გადასარევად იციან და მათი არაერთი კვლევა მოწმობს ამას“
  4. ეკა სეფაშვილი„ევროკავშირის ამჟამინდელ ბიუროკრატიას, ევროკომისიის სახით, სურს საქართველო მორჩილი ვასალის როლში იხილოს“