ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ სოზარ სუბარი„დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი1°C
  • ბათუმი9°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი2°C
  • ზუგდიდი6°C
  • თელავი1°C
  • გორი0°C
  • ახალციხე0°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური−4°C
  • მესტია−5°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 12 ნოემბერი
  • USD2.5933−0.0003
  • EUR2.8895−0.0216
  • GBP3.4551−0.0284
  • TRY0.0516
  • 100 RUB3.1299−0.0009
  • AZN1.5257+0.0001
  • 1000 AMD7.1944−0.0005
  • 10 UAH0.5718+0.0024
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ20 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ11:15
ნიკა ობოლაძე

განცხადება · 172 ნახვა

„პარლამენტის ბოიკოტი თუნდაც იმიტომ იყო არასწორი, რომ რიტორიკაში მაინც არგუმენტი აქვს “ქართულ ოცნებას”, რომ საუბრობს პარტიების აკრძალვაზე“

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ნიკა ობოლაძემ, ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტის შესახებ უარყოფითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით, “ქართულ ოცნებას” მიეცა არგუმენტი, ისაუბროს პარტიების აკრძალვის შესახებ.

მისი განცხადებით, აშშ-ის საელჩომაც, რამდენიმე თვის წინ გავრცელებული განცხადებით, ფაქტობრივად, დაგმო ოპოზიციური პარტიების მიერ პარტიების ბოიკოტი. როგორც ობოლაძე განმარტავს, ოპონენტების ამ ნაბიჯმა, მმართველი პარტიის რიტორიკა ოპოზიციის საბოტაჟის შესახებ გაამყარა.

“ამერიკის საელჩომ რამდენიმე თვის წინ დადო განცხადება და მაგალითად, ოპოზიციას მოუწოდა, რომ ინსტიტუციებში უნდა იმუშაონ და თავისი აზრი გამოთქვან. საბოლოო ჯამში – ყოველ შემთხვევაში მე ასე წავიკითხე – თითქმის ბოიკოტი დაგმო. მე ვთვლი, რომ პარლამენტის ბოიკოტი იყო არასწორი. მე ვთვლი, რომ აშშ-ის საელჩოს ეს განცხადება იყო სწორი. მე ვთვლი, რომ პარლამენტის ბოიკოტი თუნდაც იმიტომ იყო არასწორი, რომ რაღაცნაირ რიტორიკაში მაინც “არგუმენტი” აქვს “ქართულ ოცნებას”, რომ საუბრობს იმაზე, თითქოს პარტიები უნდა აკრძალოს და ვიღაც თავის ფუნქციას არ ასრულებს და საბოტაჟს ახდენს,” – განაცხადა ობოლაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში.

ნიკა ობოლაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ნიკა ობოლაძე„Ჩერგოლეიშვილი 20 წლის ახლაგაზრდებს მოუწოდებს, პრეზიდენტი და ამ ქვეყნის Შაჰი სალომე ზურაბიშვილია, ყაველაᲨვილს ნუ აღიარებთო. ოღონდ, თვითონ საარჩევნო კამპანია აქვს, ყაველაᲨვილის დანიᲨნულ არᲩევნებᲨი რომ მიიღოს მონაწილეობა – უტიფრობაᲨი, არათამიმდევრულობაᲨი და ტყუილᲨი, Ჩემპიონები არიან“
  2. ნიკა ობოლაძე„ჩერგოლეიშვილის “არალეგიტიმურობის” პოლიტიკის ლოგიკური შედეგი იყო 4 ოქტომბერი. თანმიმდევრული ადამიანები ლოგიკას გაჰყვნენ და ციხეში აღმოჩნდნენ, ხოლო, თავად ქალბატონი თამარი აშშ-ის საელჩოში ლეგიტიმური პრემიერის მიმართვის მშვიდი მსმენელი აღმოჩნდა“
  3. ნიკა ობოლაძე„10 დღის წინ, დებატებზე, კახა კალაძისგან მივიღე პირობა, რომ დიდი დიღმიდან სარაჯიშვილამდე ავტობუსებს დაამატებდნენ. ახლა ამ დაპირებას შეასრულებენ. კარგია რომ ასრულებენ სიტყვას“