პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: პარტიების აკრძალვით უნდა მოხდეს პოლიტიკური სისტემის რეაბილიტაცია. ამის შემდეგ კი ისე უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება, რომ მონაწილე პოლიტიკურმა სუბიექტებმა ქვეყნის და ხალხის მსახურებაზე იფიქრონ და არა გარეშე ძალების მომსახურებაზე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარტიების აკრძალვის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს: „ცდილობენ საზოგადოება დააჯერონ, რომ მათ აკრძალვაზე შეკვეთა მოსკოვიდან მოვიდა“.

ანჯაფარიძე იხსენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული პარტიების აკრძალვა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო და მიაჩნია, რომ ამ აკრძალვით პოლიტიკური სისტემის რეაბილიტაცია მოხდება.

„ვერავითარი ქმედითი კონტრარგუმენტი რომ ვერ მონახეს მათი პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, ეს პარტიები და მათი მომხრეები ისევ სანუკვარ მაშველ რგოლს – რუსეთს მიადგნენ. ცდილობენ საზოგადოება დააჯერონ, რომ მათ აკრძალვაზე შეკვეთა მოსკოვიდან მოვიდა. თუმცა, მათი რუსული „მაშველი რგოლი“ უკვე დიდი ხანია დაჩუტულია. ხალხი აღარ ჭამს ამ სატყუარას.
ნაცმოძრაობის, მისგან გამოყოფილი თუ მასთან აფილირებული პარტიების აკრძალვა, არის პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, ისე როგორც მაგალითად რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია.
დიახ, აღნიშნული პარტიების აკრძალვით უნდა მოხდეს დასნებოვნებული ქართული პოლიტიკური სისტემის რეაბილიტაცია. ამ რეაბილიტაციის შემდეგ კი მან ისე უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება, რომ ამ სისტემის მონაწილე პოლიტიკურმა სუბიექტებმა ქვეყნის და ხალხის მსახურებაზე იფიქრონ და იღვაწონ, და არა გარეშე ძალების მომსახურებაზე“,- წერს ანჯაფარიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: კარგი იქნება თუ კანონში დაფიქსირდება, რომ ახალშობილის აყვანისთვის განკუთვნილი სახელმწიფო დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს – შვილი არ უნდა იყოს პასუხისმგებელი, თუ მშობელს აქვს ფინანსური ვალდებულება

Uncategorized

ალენ ბერსე – პროცესის შედეგს წინასწარ არ ვაფასებ, პატივს ვცემ სუვერენიტეტისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს, თუმცა მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებ, შეინარჩუნოს სივრცე ოპოზიციისთვის

პოლიტიკა

შაკო ჩაჩანიძე პატიმრის გაუპატიურების შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: მსგავსი ინიციალების მქონე პატიმარი ლაითურის ციხეში საერთოდ არ იმყოფება. ეს იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც დავითაძის ოჯახმა წამოიწყო – იმედია, სახელმწიფო მკაცრად აგებინებს პასუხს ვლადიმერ მენაბდესა და „გურიის მოამბეს“ ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო!

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.