პოლიტიკა

შაკო კუჭაშვილი: პოსტებზე არ უნდა რჩებოდნენ ადამიანები, რომლებიც აქციებისას სტუდენტებს ღიად ეუბნებოდნენ, რომ ქულას პარლამენტის წინ დგომაში დაუწერდნენ და რომ ფეიერვერკის სროლა გამოხატვის თავისუფლებაა. ყველა მათგანი არა მხოლოდ უნდა ჩამოშორდეს პედაგოგიურ საქმიანობას, არამედ, პასუხიც უნდა აგოს კანონის წინაშე საბოტაჟის წაქეზებისთვის

ნინო ჟიჟილაშვილი, ეს სახელი და გვარი, ეს პერსონა, გვახსენებს ეგზისტენციალურ საფრთხეს საქართველოს მომავლისთვის, – წერს სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, რომელიც “ფორმულას” ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილის მიერ “იმედისა” და “პოს ტვ”-ის ჟურნალისტების მისამართით გაკეთებულ არაკორექტულ განცხადებებს ეხმიანება.

მისი თქმით, პოსტებზე ასევე არ უნდა რჩებოდნენ ადამიანები, რომლებიც აქციებისას სტუდენტებს ეუბნებოდნენ, რომ ქულას პარლამენტის წინ დგომაში დაუწერდნენ. კუჭაშვილს მიაჩნია, რომ ყველა მათგანი არა მხოლოდ უნდა ჩამოშორდეს პედაგოგიურ საქმიანობას, არამედ, პასუხიც უნდა აგოს კანონის წინაშე საბოტაჟის წაქეზებისთვის.

“ასეთი ადამიანები ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას, კითხულობენ ლექციებს და ურთიერთობა აქვთ ახალგაზრდებთან. სწორედ ამიტომ, ეს საკითხი მხოლოდ ერთი ადამიანის არაკორექტულ განცხადებას არ ეხება. იმ უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან და მმართველ რგოლთან (აკადემიურ საბჭოსთან ) არის განსახილველი ამ ადამიანის, რბილად რომ ვთქვათ, დისციპლინური პრობლემები.
პოსტებზე ასევე არ უნდა რჩებოდნენ ადამიანები, რომლებიც აქციებისას სტუდენტებს ღიად ეუბნებოდნენ, რომ ქულას პარლამენტის წინ დგომაში დაუწერდნენ, რომ მთავარი გამოცდა ახლა პარლამენტის წინ არის და რომ ფეიერვერკის სროლა გამოხატვის თავისუფლებაა. ყველა მათგანი არა მხოლოდ უნდა ჩამოშორდეს პედაგოგიურ საქმიანობას, არამედ პასუხიც უნდა აგოს კანონის წინაშე საბოტაჟის წაქეზებისთვის,” – წერს შაკო კუჭაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: კარგი იქნება თუ კანონში დაფიქსირდება, რომ ახალშობილის აყვანისთვის განკუთვნილი სახელმწიფო დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს – შვილი არ უნდა იყოს პასუხისმგებელი, თუ მშობელს აქვს ფინანსური ვალდებულება

Uncategorized

ალენ ბერსე – პროცესის შედეგს წინასწარ არ ვაფასებ, პატივს ვცემ სუვერენიტეტისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს, თუმცა მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებ, შეინარჩუნოს სივრცე ოპოზიციისთვის

პოლიტიკა

შაკო ჩაჩანიძე პატიმრის გაუპატიურების შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: მსგავსი ინიციალების მქონე პატიმარი ლაითურის ციხეში საერთოდ არ იმყოფება. ეს იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც დავითაძის ოჯახმა წამოიწყო – იმედია, სახელმწიფო მკაცრად აგებინებს პასუხს ვლადიმერ მენაბდესა და „გურიის მოამბეს“ ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო!

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.