პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: 2004-2012 წლებში ჩადენილ არაერთ დანაშაულთან დაკავშირებით მითითებულია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და ამ ფაქტებს ვერავინ გაექცევა, რაც არ უნდა სცადონ და შუამდგომლობები დააყენონ

არავის აქვს სასამართლოს წინაშე იმის მტკიცების უფლება და შესაძლებლობა, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ვინმეს ჰქონდა მისვლის სურვილი და აზრის დაფიქსირებისა, ან კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებისა და ასეთი რამე არ მომხდარა,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლის დროს, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვა დასრულდა.

გორდულაძის თქმით, 2004-2012 წლებში ჩადენილ არაერთ დანაშაულთან დაკავშირებით დეტალურად არის მითითებული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და ამ ფაქტებს “ვერავინ გაექცევა”.

მანვე განაცხადა, რომ არავის აქვს უფლება ამტკიცოს, თითქოს საგამოძიებო კომისიის სხდომებზე ვინმეს მისვლის, პოზიციის დაფიქსირების ან ინფორმაციის მიწოდების საშუალება არ ეძლეოდა.

„რა თქმა უნდა, ასეულობით არის იმ განცხადებების რაოდენობა, რომელიც კომისიის სხდომას მიეწოდა, რომელიც მათ შორის ვერც კი იქნა ასახული საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და განხილვაც კი ვერ მოხერხდა იმიტომ, რომ ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კომისიის სხდომები და იმდენად ბევრი არის დანაშაულებრივი ფაქტები, რომ ექვსი თვეც კი არ გახდა საკმარისი იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული პარტიების არაკონსტიტუციური, არასამართლებრივი, არაკანონიერი ქმედებები შესაბამისად შეფასებული ყოფილიყო. მხოლოდ და მხოლოდ ის რამდენიმე ასეულ გვერდიანი დასკვნა, რომელიც არის მტკიცებულების სახით წარმოდგენილი, არის მცირე ნაწილი იმ არაკანონიერი ფაქტების ჩამონათვალისა, რომელიც 2004-2012 წლებში ჩვენს ქვეყნის რეალობა იყო და ახლაც გრძელდება 2012 წლიდან დღემდე.
საუბარია იმაზე კი არ არის, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მითითებული ფაქტები არის ტყუილი, ან სიმართლეს არ შეესაბამება. ამას უბრალოდ ვერავინ იტყვის. მაშინ შეიძლება ასევე წარმატებით ამტკიცონ, რომ არ არსებობენ გარდაცვლილი ადამიანები, არ არსებობს ჩამოთრებული ქონება, არ არსებობს სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, რომ ოჩიგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ არის ტყუილი და ჩვენს სარჩელში წარმოდგენილია მხოლოდ და მხოლოდ მითითებები საგამოძიებო კომისიის დასკვნებზე, მითითებები არის მაგალითად ჰუდოკზე, შესაბამის საიტზე, სადაც ყველას შეუძლია ამ გადაწყვეტილებების ნახვა და ასევე მითითებული არის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე. რა თქმა უნდა, საგამოძიებო კომისიის დასკვნა უნდა დაერთოს, დართულიც არის და არ უნდა იყოს ამორიცხული წარმოდგენილი სარჩელის თანდართული დოკუმენტებიდან ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე. ეს არის ფაქტების კომპილაცია ერთის მხრივ და მეორე, ამ შუამდგომლობის დაყენება მხოლოდ და მხოლოდ მიზნად ისახავს გაქცევას საქართველოს პარლამენტის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმაციის ცნობისაგან და სწორედ ამიტომაც არის ეს საკითხი დაყენებული. ფაქტი ერთია, რომელიც არის ჯიუტი, დიახ, 2004-2012 წლებში ჩადენილ არაერთ დანაშაულთან დაკავშირებით მითითებულია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და ამ ფაქტებს უბრალოდ ვერავინ ვერ გაექცევა, რაც არ უნდა სცადონ და შუამდგომლობები დააყენონ“,-განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: 2004-2012 წლებში ჩადენილ არაერთ დანაშაულთან დაკავშირებით მითითებულია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და ამ ფაქტებს ვერავინ გაექცევა, რაც არ უნდა სცადონ და შუამდგომლობები დააყენონ

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ახლა საფრანგეთი იღებს კანონს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის არჩევნებში, არავინ უნდა ჩაერიოს და რატომ იყო ეს მიუღებელი საქართველოში, როდესაც უცხოური გავლენების შესახებ გამჭვირვალობის კანონს ვიღებდით?

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.