განცხადება · 168 ნახვა
„ელიზბარაშვილის წარსულ ოდიოზურ გამოხტომებსა და ტყუილებზე საუბარიც კი არ ღირს. ფაქტი ერთია- როდესაც რეალური პასუხისმგებლობის მომენტი დგება, „ჩაგვრასთან ბრძოლის“ ილუზიები მყისიერად ქრება და მათ ადგილს სრული აღიარება და მონანიება იკავებს“
პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, თამაზ ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმების გაფორმება ითხოვა. მან დანაშაული აღიარა, მოინანია და თავისივე სიტყვები უარყო- თურმე არც არავინ დამუქრებია და არც ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
აბაშიძის შეფასებით, ასეთი ტოქსიკური აფერისტები, თავიანთი უპრინციპო გამოხტომებითა და მანიპულაციებით, პირველ რიგში, საკუთარ თავს ებრძვიან. მისივე თქმით, სიცრუესა და ცილისწამებაზე აგებული „გმირობა” ადრე თუ გვიან ყოველთვის ასე სამარცხვინოდ სრულდება.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„ჯერ იყო და „იმედის“ თანამშრომელს და მმართველი პარტიის აქტიურ გულშემატკივარს, შაკო კუჭაშვილს აბრალებდა ე.წ. „გამიზნულ თავდასხმას“; შემდეგ მისი დროებითი ადვოკატის (სანამ კლიენტთან ჰონორარზე ვერ მორიგდა და საქმეს არ ჩამოშორდა) ბოდვები პოლიციურ ძალადობაზე, ახლა კი — თამაზ ელიზბარაშვილის უკანდახევა და აღიარება.
პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, თამაზ ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმების გაფორმება ითხოვა. მან დანაშაული აღიარა, მოინანია და თავისივე სიტყვები უარყო — თურმე არც არავინ დამუქრებია და არც ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია.
ასეთი ტოქსიკური აფერისტები, თავიანთი უპრინციპო გამოხტომებითა და მანიპულაციებით, პირველ რიგში საკუთარ თავს ებრძვიან. სიცრუესა და ცილისწამებაზე აგებული „გმირობა” ადრე თუ გვიან ყოველთვის ასე სამარცხვინოდ სრულდება.
ელიზბარაშვილის წარსულ ოდიოზურ გამოხტომებსა და ტყუილებზე საუბარიც კი არ ღირს. ფაქტი ერთია — როდესაც რეალური პასუხისმგებლობის მომენტი დგება, „ჩაგვრასთან ბრძოლის“ ილუზიები მყისიერად ქრება და მათ ადგილს სრული აღიარება და მონანიება იკავებს.“ – წერს აბაშიძე.
გია აბაშიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- გია აბაშიძე„როცა მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ, ოჯახები კი ახლობლების ამბავს ელოდებიან, უსამშობლო "ნაცები" ამ ტრაგედიას საკუთარი 28 ნოემბრის სამარცხვინო მარშის პრომოსთვის იყენებენ. ეს მათი ხელწერაა- სხვისი უბედურება, ადამიანების ტკივილი და საერთო ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის "გასაპიარებელ" მასალად აქციონ“
- გია აბაშიძე„ფულის სანაცვლოდ ყველაფრის მკადრებელ ქართველ პოლიტიკოსებში კუკავას კალიბრის მხოლოდ შალვა ნათელაშვილია. დაველოდოთ, იქნებ ღარიბაშვილმა ეს მაგალითი რჩევადაც მიიღოს და ცოტა ხანში შალვა ნათელაშვილიც აალაპარაკოს საკუთარ სისპეტაკეზე“
- გია აბაშიძე„ზურა გირჩი ჯაფარიძის პოლიტიკური უვიცობა უსაზღვროა. ელემენტარული წარმოდგენაც კი არ აქვს ეროვნული ბანკის ფუნქციებზე, ხელისუფლებაში მოსვლაზე ოცნებობს და ამტკიცებს, რომ ლარის კურსი არ არის ეროვნული ბანკის საქმე, მაშინ როცა კანონი საპირისპიროს პირდაპირ განსაზღვრავს“
- გია აბაშიძე„საქართველოსთან შანტაჟისა და ზეწოლის ენით საუბრით ბრიუსელი ვერც შედეგს მიაღწევს და ვერც საქართველოსგან დათმობებს მიიღებს — იქ, სადაც სახელმწიფოს ღირსებას არ სცემენ პატივს და სათანადო მოწვევასაც არ გზავნიან, ფორმალურ დასწრებას აზრი არ აქვს“
