ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გასცა ისეთი იარაღის გამოყენების ბრძანება, რომელიც არ შეიძლება გამოყენებული იყოს მასის კონტროლისთვის და რომელიც ევროპის არცერთ ქვეყანაში არ გამოიყენება დღეს 4 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი10°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი11°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი9°C
  • გორი8°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური7°C
  • მესტია3°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 7 ნოემბერი
  • USD2.5949−0.0006
  • EUR2.8998−0.0147
  • GBP3.4746−0.0189
  • TRY0.0517−0.0002
  • 100 RUB3.1713−0.0114
  • AZN1.5267−0.0003
  • 1000 AMD7.1981−0.0020
  • 10 UAH0.5723+0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ22 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ12:05
თორნიკე ჭეიშვილი

განცხადება · 146 ნახვა

„გვაკრიტიკებენ იმის გამო რომ ჩვენ ვიყენებთ საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებულ შესაბამის უფლებას“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თორნიკე ჭეიშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე წარდგენილ სარჩელზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.

მისი შეფასებით, პროცესზე ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები კონტექსტიდან ამოვარდნილი და უსაფუძვლოა. ჭეიშვილი ხაზს უსვამს, რომ მოსარჩელე მხარე მოქმედებს კონსტიტუციური მანდატის ფარგლებში, ხოლო უცხოური მხარის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა ქვეყნის შიდა მართლმსაჯულებაში უხეშ ჩარევას წარმოადგენს.

„აქ ერთი აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის მორიგი გამოვლინება უხეში ჩარევის მცდელობისა ქვეყანაში მიმდინარე მართლმსაჯულების პროცესში. ამ შემთხვევაში მათ, როგორც ჩანს, სამიზნეში ამოიღეს უკვე საკონსტიტუციო მართლმსაჯულება, რაც თავისთავად არის შემაშფოთებელი. ჩვენ გვახსოვს ის, თუ კონკრეტული სახელმწიფოების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები როგორ სხდებოდნენ სასამართლო დარბაზებში, როდესაც ესა თუ ის რეზონანსული საქმე განიხილებოდა — მაშინ, როდესაც ელემენტარულად მათ არ ესმოდათ საქმის წარმოების ენაც კი და გასაგებია, რასაც ითვალისწინებდა მათი ეს ქმედება და რა მიზანიც ამოძრავებდათ მათ. ამ შემთხვევაშიც ასეთი ტიპის განცხადებები არის აბსოლუტურად, ერთის მხრივ, აბსურდული და, მეორეს მხრივ, ისინი პირდაპირ, ფაქტობრივად, ჩვენ, როგორც მოსარჩელე მხარეს, გამოდის, რომ გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ ჩვენ ვიყენებთ საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებულ შესაბამის უფლებას, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობის დადგენის მიზნით. ეს არავითარ ლოგიკაში არ შეიძლება ჯდებოდეს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოვარდნილი, ალოგიკური და უსაფუძვლო განცხადება.“- განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

თორნიკე ჭეიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. თორნიკე ჭეიშვილი„წინა დღეების მსგავსად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განშტოებები გააგრძელებენ სასამართლოში ტყუილების, დეზინფორმაციის კორიანტელის დაყენებას – მათ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ აქვთ, ვერცერთი სამართლებრივი კონტრარგუმენტი ვერ წარმოადგინეს“
  2. თორნიკე ჭეიშვილი„მოპასუხე მხარე ცდილობს, დააკნინოს საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რაც იმ ადამიანების შეურაცხყოფაა, რომელთა ისტორიები ასახულია დოკუმენტში. დღესაც კი, ვერ ან არ უნდათ, გააცნობიერონ იმ დანაშაულებრივი საქმიანობის მასშტაბი, რომელიც უკავშირდება იმ პერიოდს, როცა თავად იყვნენ ხელისუფლებაში და ეს პერიოდი ცნობილია, როგორც „ნაცმოძრაობის“ სადისტური რეჟიმის ეპოქა“
  3. თორნიკე ჭეიშვილი„იტალიური მხარის მიერ შეიძლება დაყენებული იყოს, მათ შორის ევროკავშირის წინაშე, მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ჯერ-ჯერობით იწვევს გარკვეულ გაუგებრობებს ევროკავშირთან მიმართებით, იყოს უფრო მეტად მკაფიოდ განმარტებული და ქართული პოზიციები, პასუხისმგებელი პირებისადმი იყოს, რაც შეიძლება, დეტალურად მიტანილი“
  4. თორნიკე ჭეიშვილი„გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას- ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომცდილობდა “მოლოტოვისკოქტეილის” სროლის რომანტიზებას“