ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ სოზარ სუბარი„დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი1°C
  • ბათუმი10°C
  • ქუთაისი6°C
  • რუსთავი2°C
  • ზუგდიდი6°C
  • თელავი1°C
  • გორი0°C
  • ახალციხე2°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური−4°C
  • მესტია−5°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 12 ნოემბერი
  • USD2.5933−0.0003
  • EUR2.8895−0.0216
  • GBP3.4551−0.0284
  • TRY0.0516
  • 100 RUB3.1299−0.0009
  • AZN1.5257+0.0001
  • 1000 AMD7.1944−0.0005
  • 10 UAH0.5718+0.0024
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ22 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ12:15
ნინო ფოჩხუა ელიზბარაშვილზე

განცხადება · 84 ნახვა

„ერთ თვესაც ვერ გაუძლო ციხეს, აღიარა ყველაფერი, მოინანია და ელოდება შეწყალებას. აი ასეთი ადამიანების გვერდით, როგორ უნდა დადგეს თავმოყვარე ადამიანი?!“

ექსპერტი ნინო ფოჩხუა თამაზ ელიზბარაშვილის მიერ დანაშაულის აღიარებასა და საპროცესო შეთანხმების მოთხოვნას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ელიზბარაშვილის ქცევა და მისი განცხადებები მის პრინციპულობასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს.

როგორც ნინო ფოჩხუა წერს, ელიზბარაშვილი ინციდენტის დროს სამართალდამცველებს შეურაცხმყოფელი ფორმით მიმართავდა, მოგვიანებით კი ინციდენტის მონაწილეებს მის ცემაში ადანაშაულებდა.

„ ეს კაცი სერიოზულად როგორ შეიძლება მიიღო, საკუთარი აზრი და პრინციპი არ გააჩნია. ან ის რა იყო, ინციდენტის დროს როგორ იწელებოდა, როგორ მიმართავდა სამართალდამცველებს ან როგორ აბრალებდა ინციდენტის მონაწილეებს ცემას. ეს კაცი ჩვეულებრივი კურდღელია და კლავიატურის ლომი. ერთ თვესაც ვერ გაუძლო ციხეს, აღიარა ყველაფერი, მოინანია და ელოდება შეწყალებას. აი ასეთი ადამიანების გვერდით, როგორ უნდა დადგეს თავმოყვარე ადამიანი?!“ – წერს ფოჩხუა.