პოლიტიკა

გიორგი კახიანი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებაზე: რაც კონსტიტუციური პროცესია, ამაზე კრიტიკული განცხადებების გაკეთება არასწორია – არაერთ ქვეყანაში არსებობს ასეთი პრაქტიკა, არსებობს სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა და შესაბამისი გადაწყვეტილებები

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტ გუდრუნ კუგლერის მოწოდებაზე, საქართველოს ხელისუფლებამ უკან გაიწვიოს საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვასთან  დაკავშირებით შეტანილი სარჩელი, აცხადებს, რომ მიმდინარეობს ჩვეულებრივი კონსტიტუციური პროცესი. 

კახიანის თქმით, არაერთ ქვეყანაში არსებობს მსგავსი პრაქტიკა და შესაბამისი გადაწყვეტილებები, რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, ის საჯაროა და ამასთან დაკავშირებით, კითხვები არ უნდა გაჩნდეს.

,,ეს არის ჩვეულებრივი კონსტიტუციური პროცესი. საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, ასეთი განხილვა არ ყოფილა პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხზე როდესაც ვსაუბრობთ, თუმცა, არაერთ ქვეყანაში ასეთი პრაქტიკა არსებობს. არსებობს სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა და შესაბამისი გადაწყვეტილებები. რაც კონსტიტუციური პროცესია, ამაზე რაიმე კრიტიკული განცხადებების გაკეთება, ბუნებრივია, არასწორია. პროცესი არის საჯარო, საზოგადოება ხედავს, როგორ მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა, შესაბამისად, ეს საჯაროობაც არის იმის გარანტია, რომ პროცესი იქნება მიუკერძოებელი. ამიტომ, ის, რასაც კონსტიტუცია ითვალისწინებს, ის, რაც კონსტიტუციით არის დადგენილი, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით არანაირი კითხვები არ უნდა გაჩნდეს,” – აცხადებს გიორგი კახიანი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ჩუბინიძის დაკავებაზე: „ასავალ – დასავალმა“ ბინძური კამპანიით სერიოზული ზიანი მიაყენა მოლაპარაკებების, დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესს, რაც მიზანმიმართული მცდელობა იყო ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე ჩუბინიძის დაკავებაზე: პროფესიული საქმიანობა არავის ათავისუფლებს პასუხიმგებლობისგან, სიტყვის თავისუფლება კი არ ნიშნავს უფლებას, ფაქტების გადამოწმების გარეშე გაავრცელო ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დომენტი ჩუბინიძის დაკავება იმ პროცესის კანონზომიერი ფინალია, როდესაც მედიასიტყვა იძენს პრეტენზიას სუროგატული პოლიტიკური პარტიის როლზე, როდესაც სარედაქციო სვეტები პოლიტიკურ შტაბად, ხოლო პუბლიცისტიკა – დეზინფორმაციული და ანტისახელმწიფოებრივი ნარატივების კონსტრუირების ინსტრუმენტად გარდაიქმნება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.